თბილისში Coffeesta-ს ახალი ფილიალი გაიხსნა
Coffeesta-ს ახალი ფილიალი თბილისში რუსთაველის გამზირზე #36-ში გაიხსნა.
კომპანიის ისტორია 2015 წლიდან იწყება და სწორედ ამ პერიოდიდან Coffeesta ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.
აღსანიშნავია, რომ Coffeesta არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქსელი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას და პროდუქტებს სთავაზობს.
Coffeesta-ს პროდუქცია წარმოდგენილია ექსპრეს მაღაზიებსა და კაფეებში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობ აქვთ დააგემოვნონ ცხელი და ცივი სასმელები, კოქტეილები, კრუასანები, პურფუნთუშეულობა, სხვადასხვა ტიპის კერძები.
Coffeesta-ს ახალი ფილიალი დღეიდან ყოველ დღე 08:00-დან 23:00-მდე იმუშავებს.
ცნობისთვის, Coffeesta აერთიანებს 10 ფილიალს, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ შემდეგ მისამართებზე:
- რუსთაველის 2/4 - გალერია თბილისი, სართული 4
- ი.ჭავჭავაძის 5
- ერისთავის 14 - მრგვალი ბაღი
- ო.ხიზანიშვილის 27 (გლდანის სითი მოლი), სართული G
- პეკინის 29
- ვაჟა ფშაველას 22ა
- ვაჟა-ფშაველას 70 (საბურთალოს სითი მოლი), სართული 2
- სოფელი ლისი, მუხათწყაროს გადასახვევი
- აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ (თბილისი მოლი), სართული 3
- კოპიტნარის აეროპორტი (ქუთაისი) - გაფრენის ზონა
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.