მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში გასტრო ბარი „დაირა“ გაიხსნა

news image
mbc image

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ღვინის რესტორანი, გასტრო ბარი „დაირა“ უკვე ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს შეფ გურამ ბაღდოშვილმა განუცხადა.

უკვე ერთი თვეა, რაც   გასტრო ბარი „დაირა“  სატესტო რეჟიმში მუშაობს. გასტრო ბარი სტუმრებს სთავაზობს შეფ გურამ ბაღდოშვილის საავტორო კერძებსა და  მრავალფეროვანი დაფებს უგემრიელეს ღვინოებთან ერთად.

გასტრო ბართან ერთად გაიხსნა 24 საათიანი ღვინის მაღაზიაც, რომელშიც უდიდეს არჩევანთან ერთად  სტუმრებს უკვე გამზადებული წასახემსებლებიც დახვდებათ.

„გასტრო ბარში ერთი თვის განმავლობაში იქნება  30% -იანი ფასდაკლება. ასევე მომხმარებლებს გადაეცემათ ბროშურა, სადაც ჩაწერენ სურვილებსა და შენიშვნებს. „დაირა“ იქნება ქართული კერძების პოპულარიზაციის ერთ-ერთი კერა თბილისში.

გასტრო ბარის ნიშაა ქართული ღვინის პოპულარიზაცია. გასტრო ბარში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული და საავტორო კერძები. დარბაზში ერთდროულად 40 სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. გაიმართება შეხვედრები და ღვინის ირგვლივ საუბრები. ფასები ხელმისაწვდომია და გასტრო ბარის სერვისი ყველა სეგენტზეა გათვლილი“, -ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა