მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

თბილისში ICAO-ს მარშრუტების განვითარების ჯგუფის RDGE/33 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

news image
mbc image

საქაერონავიგაციამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპის აღმოსავლეთ რეგიონის მარშრუტების განვითარების ჯგუფის 33-ე სამუშაო შეხვედრას (RDGE/33) უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ნავიგაციის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

RDGE წარმოადგენს ICAO-ს სამუშაო ჯგუფს, რომლის მანდატია საჰაერო მარშრუტების განვითარება, საჰაერო სივრცის ოპტიმიზაცია და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონთაშორისი კოორდინაციის გაძლიერება.

მონაწილეებმა განიხილეს ახალი საჰაერო მარშრუტების დამატება და არსებულის მოდიფიკაცია, ასევე თავისუფალი საჰაერო სივრცის (Free Route Airspace-FRA) კონცეფციის განვითარების პერსპექტივები. ეს ინიციატივები მიმართულია ფრენის ხანგრძლივობის და საწვავის მოხმარების შემცირებისკენ, რაც პირდაპირ კავშირშია ავიაციის გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის გაუმჯობესებასა და GNSS/GPS სიგნალებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„საქართველომ უკვე მესამედ უმასპინძლა ICAO-ს ამ მასშტაბის სამუშაო შეხვედრას, რაც ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს რეგიონული საჰაერო ნავიგაციის საკითხებში. GNSS სიგნალებში ჩარევა დღეს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული თანამშრომლობით უნდა გადაიჭრას,“ - განაცხადა საქაერონავიგაციის საჰაერო სივრცის განვითარების განყოფილების უფროსმა ევგენი თავაძემ, რომელსაც ICAO-ს მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) წევრმა ქვეყნებმა თავმჯდომარის პოზიციაზე ნდობა მეორე ვადით ერთხმად გამოუცხადეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს

13.11.2026.14:39

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკს 60 ახალი ჰიბრიდული ავტომობილით უზრუნველყოფს და მათ სრულ საოპერაციო მართვას საკუთარ თავზე იღებს. თანამშრომლობა „თეგეტა ბიზნესის“ ფლიტმენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში წარიმართება: კომპანია იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე, ასევე უზრუნველყოფს მძღოლებითა და საწვავით. შედეგად, ავტოპარკის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცესები ერთიან სისტემაში, ერთი პარტნიორის ხელში იქნება მოქცეული.

ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.

ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არა მხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალი ავტომობილები, არამედ სრულყოფილი მომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებში ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევს ამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა და შეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“.

Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.

Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კი ეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდული ავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია.

მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები.

,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა