თბილისში Puma-ს ახალი ფილიალი გაიხსნა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ????-ს ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ამ ბრენდის დამოუკიდებელ სივრცეს წარმოეადგენს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ????-ს კოლექციები ასევე თბილისი მოლში ტოპსპორტის ფილიალში იქნება წარმოდგენილი. ???? - სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია, პროდუქციას 71 წლის მანძილზე, ქმნის ყველაზე სწრაფი სპორტსმენებისათვის მსოფლიოში. მისი შთაგონების წყარო კი მათი მიღწევებია. ????-ს მთავარი მიზანია, შექმნას კომფორტული სამოსი სხვადასხვა სპორტის მიმდევრებისათვის და აგრეთვე, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. „Alexander McQueen და Mihara Yasuhiro არიან ის ბრწყინვალე დიზაინერები, რომლებთანაც ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს იმისთვის, რომ სპორტულ ინდუსტრიაში მუდმივად მოახდინოს რევოლუცია. „????-ს ოფიციალურ ინტერნეტ მაღაზიაში, შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე ფართო ასორტიმენტის პროდუქცია. კომპანია, არის რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ნაკრების ოფიციალური მხარდამჭერი. მათ შორისაა: იტალია, ავსტრია, შვეიცარია, ურუგვაი, ჩილე, განა, კოტ-დ'ივუარი და კამერუნი. აგრეთვე ისეთი კლუბების სპონსორი, როგორიცაა ბორუსია დორტმუნდი, ნიუსკალ იუნაიტედი და საფეხბურთო კლუბი არსენალი“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში. ????-ს პროდუქცია წარმოდგენილია 120-მდე ქვეყანაში, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ჰერცოგენაურახში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.