თბილისში ყველაზე მაღალი შენობის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის მშენებლობა 2028 წელს დასრულდება
დეველოპერულმა კომპანია VR Holding-მა ვაკეში, ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების პროექტის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის განხორციელება დაიწყო. მშენებლობა ჭავჭავაძის 49-ში უკვე დაიწყო.
VR VAKE SKYVIEW TOWER არის 180 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში თბილისს დამატებით ღირებულებას შესძენს.
მოცემულ პროექტში მცხოვრებლებს დახვდებათ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობილი სივრცეები: ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, ბიზნეს-ცენტრები და სხვადასხვა სახის რესტორნები. ეს კეთილმოწყობილი სივრცეები შექმნილია მცხოვრებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტიდან გაუსვლელად. პროექტი დასრულება 2028 წლის დეკემბერში და მცხოვრებლებს ბინები ჩაბარდეთ უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც ასევე მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.