მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა

news image
mbc image

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია XPRIMM ჩატარდა. კონფერენციის მიზანი დაზღვევის სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების, დაზღვევის სავალდებულო სახეობის შემოღების წინაპირობებისა და მოლოდინების განხილვა იყო. 
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებიდან, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიდან და სადაზღვევო ასოციაციიდან. კონფერენციაზე განიხილეს დაზღვევის სფეროში სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება, მათ შორის ავსტრიის, პოლონეთისა და თურქეთის მაგალითზე. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დამსწრეებს სექტორის მიმოხილვა და სექტორში არსებული ტენდენციები გააცნო და ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.  
კონფერენციაზე შედგა ორი პანელური დისკუსია, მათ შორის სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივებსა და მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო პროდუქტზე, რომელშიც ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი მონაწილეობდა.   
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაზღვევის ეს სახეობა არ არის სავალდებულო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და უერთდება იმ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე სავალდებულოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და საცალო პროდუქტების მოხმარება გაიზრდება. დღეისათვის ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გვჯერა, რომ სავალდებულო MTPL-ის შემოღება მომხმარებელს დაანახებს დაზღვევის სიკეთეს და პრაქტიკულობას,“- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა. 
სავალდებულო სახეობასთან მიმართებაში საუბარი შეეხო სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის დაბალი პენეტრაცია და დაზღვევის სხვადასხვა სახეობების ნაკლები მოხმარება, გადაზღვევის მაღალი ტარიფები და ა.შ.  
გიორგი ბარათაშვილის თქმით, ალდაგი ფოკუსირებული იქნება კვლავ ჯანსაღ პორტფელსა და ანდერაიტინგის მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ მიდგომაზე, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა.  
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა