მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში “სმარტის” 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა

news image
mbc image

ძველ თბილისში, ხეთაგურიოვის ქ.#40-ის მიმდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. 2025 წლის  ბოლომდე ჯამურად ბრენდი 55 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი მთელი  საქართველოს მასშტაბით. 2023 წლიდან „სმარტის“ სუპერმარკეტები DODO Designs-ის ინტერიერის დიზაინით ვითარდება და „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ გამორჩეულად თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის. 

„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” ქსელის განვითარებას განაგრძობს. უახლოესი თვეების მანძილზე „სმარტი“ თბილისში მარცხენა სანაპიროზე, ხოლო რეგიონში - თელავში, მარნეულსა და მესტიაში გაიხსნება.  “ვისოლის” ავტოგასამართ  სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის
და „სმარტში“ ექსკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის ერთად შეძენა მომხმარებლისთვის  განსაკუთრებულად მიმზიდველია. საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების შეთავაზება „ვისოლის“ კორპორაციული უპირატესობაა, რომელიც მომხმარებელს მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ  გამოცდილებას უქმნის. ამიტომაც, „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს,”
- აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის”  გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

„ვისოლმა“ „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო და ქსელის გაფართოება საშუალო ფორმატის  სუპერმარკეტებით გადაწყვიტა ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს  კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ  ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის გემრიელი არჩევანი აქვს.  
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა