მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა

news image
mbc image

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია. გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, Alshaya Group-ის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, Starbucks-ის შემოსვლა საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის არის გზავნილი, რომ საქართველოში ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გარემოა.

„ეს არის ნდობის გამოცხადება იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლიდან წლამდე უზრუნველყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო სტაბილურად ლიდერობს იმ წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებიც ბიზნესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყნების მიმზიდველობას განსაზღვრავენ. Starbucks-ი არ არის ჩვეულებრივი კომპანია, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც დაახლოებით 40,000 ობიექტით არის წარმოდგენილი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოში Starbucks-ის შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობით განხორციელდა.
სიმბოლური ლენტი ერთობლივად გაჭრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა, Alshaya Group-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ მოჰამედ ალშაიამ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰადენმა, Stabucks Alshaya-ს პრეზიდენტმა სალეჰ ალშაიამ და Stabucks EMEA-ს რეგიონის პრეზიდენტმა დუნქან მოირიმ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Starbucks-ი იაპონიის ბაზარზე საკონტროლო წილის გაყიდვას განიხილავს

21.09.2026.19:00

Starbucks-ის მიერ იაპონიის ბიზნესში საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობა განიხილება, რაც პოტენციურ გარიგებაში ყავის ქსელის უმსხვილეს, თავად კომპანიის მიერ ოპერირებად ბაზარს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეაფასებდა. მსოფლიოს უმსხვილესი ყავის ქსელის იაპონიის ბიზნესი 1 883 ობიექტს მოიცავს და 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Starbucks-ის გლობალური ქსელის თითქმის 9%-ს შეადგენს. წყაროების ცნობით, Starbucks-მა რამდენიმე ფინანსურ მრჩეველს ბიზნესის შესაძლო გარიგების ვარიანტებზე წინადადებების წარმოდგენა სთხოვა და საკონტროლო წილის გაყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს. Starbucks Japan-ის საბაზრო შეფასება საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა წყაროების თქმით, ბიზნესი შესაძლოა დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად შეფასდეს.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, საბოლოოდ გასაყიდი წილის მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის, ხოლო შეფასება, რომლის მიღებასაც Starbucks საბოლოოდ ისურვებს, მოლაპარაკებების საგანი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა