მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

Tech-ის გარეშე რეალურად არც ერთი თანამედროვე ბიზნესი უკვე ვერ იმუშავებს - თემო მაღრაძე

news image
mbc image

საქართველოს ტექნოლოგიების ასოციაცია (ICTA) The Tech Association-ად ტრანსფორმირდება. ასოციაციის თავმჯდომარის, თემო მაღრაძის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანია ორგანიზაცია IT სექტორის ფარგლებს გასცდეს და ერთ სივრცეში გააერთიანოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მოქმედი სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის E-commerce, Digital Banking და Tech Education. მისი თქმით, ტრანსფორმაცია ასევე პასუხობს კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრების დეფიციტის გამოწვევას, რადგან საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნას ქართული ბაზარი დღეს სრულად ვერ აკმაყოფილებს.

„გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას, რამაც The Tech Association-ის შექმნა გადაგვაწყვეტინა - ორგანიზაციის, რომელიც პრაქტიკულად არა მხოლოდ IT სექტორს გააერთიანებს. როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციაში ვმუშაობდით, ჩვენი საქმიანობა კლასიკური გაგებით შემოიფარგლებოდა და მასში მხოლოდ IT მიმართულება იყო გაერთიანებული. თუმცა, მსოფლიოში ტექნოლოგიების დღევანდელმა განვითარებამ აჩვენა, რომ ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესი, რომელსაც წარმატების მიღწევა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სურს, უკვე იმ სფეროსა და სისტემის ნაწილი ხდება, რასაც Tech განვითარება ჰქვია და რასაც The Tech Association წარმოადგენს.

Tech-ის გარეშე რეალურად არც ერთი თანამედროვე ბიზნესი უკვე ვერ იმუშავებს. 

სწორედ ამიტომ, The Tech Association-ის მიზანია ყველა ამ სივრცის გაერთიანება. ჩვენს პლატფორმაზე უნდა მოვიცვათ არა მხოლოდ ის IT კომპანიები, რომლებიც, მაგალითად, მხოლოდ ქვეყნის გარეთ მუშაობენ, არამედ ისეთი მიმართულებებიც, როგორებიცაა E-commerce, Digital Banking და სხვა.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გაერთიანების მთავარი ნაწილი Tech-განათლება იყოს. არ მსურს საქართველოში არსებულ განათლების სისტემაზე პოზიტიურ ან ნეგატიურ ჭრილში საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ტექნიკური მიმართულებით, როგორც IT, ისე ხელოვნური ინტელექტის (AI) კუთხით ქართული ბაზარი ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის შესაბამის მიწოდებას, რაც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ“, - აცხადებს თემო მაღრაძე.

მისივე თქმით, საქართველოში მიღებული ტექნოლოგიური განათლება მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებს,

„როდესაც ტექ კომპანიაში მოდის ადამიანი, რომელმაც საქართველოში მიიღო Tech განათლება, ის ზუსტად უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ, თუნდაც იმ ორგანიზაციას, რომელსაც მე წარმოვადგენ, Making Science-ს საქართველოში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გაერთიანებით, ერთი მხრივ, ყველა ინდუსტრია მოვიცვათ, მეორე მხრივ  საკუთარი კონტრიბუცია შევიტანოთ განათლების მიმართულებით, და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის ფარგლებში გარკვეულ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ, დიდ კერძო საერთაშორისო კომპანიებს სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დღეს მაინც ძალიან უჭირთ.

რას ვგულისხმობ ამაში? რეგულაციების, საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ ყოველდღიური პროცესების მართვაში უამრავი უწყებაა ჩართული. მათ შორისაა ეკონომიკის, ფინანსთა (შემოსავლების სამსახურის ჩათვლით), იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროები. ამ უკანასკნელში, მაგალითად, უცხოელი სპეციალისტების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ.

თემო მაღრაძის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სექტორის ხმა სახელმწიფომ უფრო აქტიურად მოისმინოს და შესაბამისი რეკომენდაციები რეგულარულად წარუდგინოს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ასოციაციას, გვსურს ვიყოთ მედიატორი საერთაშორისო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის. ამ შუამავლობაში ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც, რა თქმა უნდა, კომპეტენტურია და სექტორის განვითარებისკენაა მიმართული კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე უშუალოდ სექტორის ხმა უფრო დეტალურად მივა.

ჩვენ, როგორც The Tech Association-სა და ICT ასოციაციის წევრები, მზად ვართ  საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა გაერთიანებაში  თვეში ერთხელ ან კვარტალში ერთხელ გადაწყვეტილების მიმღებებს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები იმაზე, თუ რა უნდა გამარტივდეს ან გაუმჯობესდეს. ეს, თავის მხრივ, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიების წარმატებას, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს კეთილდღეობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. აი, ეს მთავარი მიმართულებები გამოვყავი“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შემოიყვანოს ნებისმიერი უზარმაზარი ბრენდი ქვეყანაში - თემო მაღრაძე

29.06.2026.11:30

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შემოიყვანოს ნებისმიერი უზარმაზარი ბრენდი ქვეყანაში“, -  ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ თემო მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამისათვის ძალიან ბევრი კეთდება - ინვესტორები ჩამოჰყავთ, აცნობენ ქართულ ბაზარს.

„სახელმწიფოსა და The Tech Association-ს შორის სინერგია ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საქმე ისაა, რომ როდესაც ახალი კომპანია საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის გასაცნობად ჩამოდის, ის პირველ რიგში სახელმწიფოს წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც უამრავ დადებით მხარეზე უყვებიან, თუ რა უპირატესობები დახვდებათ აქ, რით ვჯობივართ სხვა ქვეყნებს და ა.შ. თუმცა, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ეს კომპანიები ცალსახად იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიდიან, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე ოპერირებენ და მათ ეკითხებიან: „სახელმწიფომ ეს ბენეფიტები შემოგვთავაზა და თქვენ როგორ იყენებთ მათ, რეალურად როგორ მუშაობს ეს სისტემა?“

თუ ამ დროს კერძო სექტორმა განსხვავებული პასუხი გასცა, ანუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ არის, როგორც დაგეგმილი იყო, ან არსებობს გარკვეული ბარიერები  ეს ახალი ინვესტორებისთვის შესაძლოა ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი (სტოპერი) გახდეს. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ბიზნესმა Tech მიმართულებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა და სახელმწიფომ ერთ ენაზე ისაუბრონ“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ.

თემო მაღრაძის განცხადებით, მსხვილ კომპანიებს მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების ინფორმაციის სახით გადაცემა სურთ, რაც, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში კიდევ უფრო უზარმაზარი კომპანიების შემოყვანას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ბიზნესს სრულად ესმის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მნიშვნელობა, თუმცა კერძო სექტორის ხმის უკეთ გაგონება პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა