მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.9
0.0033
flag
AZN 1.5249
0.0005
flag
CNY 38.827
-0.0074
flag
EUR 2.8368
0.0025
flag
GBP 3.3884
0.0017
flag
KZT 56.56
0.0028
flag
TRY 0.0511
-0.0001
flag
USD 2.5919
-0.0003
news banner

„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

news image
mbc image

გამართული ავტოპარკი ბიზნესოპერაციების უწყვეტობისა და კომპანიის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ „თეგეტა ბიზნესმა“ კორპორაციულ მომხმარებლებს, რომელთა საქმიანობაც სატვირთო ავტომობილებს, მიკროავტობუსებსა და სპეცტექნიკას უკავშირდება, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

29 ნოემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ბიზნესებს ავტოპარკის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებელი და მოთხოვნადი საავტომობილო პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლიათ. შეთავაზებები მოიცავს აკუმულატორებს, საბურავებსა და ანტიფრიზებს, ფასდაკლებები კი პროდუქტის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „წელსაც გადავწყვიტეთ, Black Friday-ს კვირეულს კორპორაციული მიმართულებითაც შევერთებოდით და სატვირთო ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკის მფლობელი ბიზნესებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი განსაკუთრებული პირობებით შეგვეთავაზებინა. სეზონური მომზადებისას აქცენტი ხშირად მსუბუქ ავტომობილებზე კეთდება, თუმცა ზამთრისთვის ავტოპარკის გამართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია კომერციული ტრანსპორტისთვისაც. ამ ტიპის ავტომობილების გაუმართაობა შესაძლოა, დამატებით ხარჯებთან და ბიზნესოპერაციების შეფერხებასთან იყოს დაკავშირებული.

მაგალითად, აკუმულატორის ან საჭირო ტექნიკური სითხეების დროულად შეცვლა როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე გაუთვალისწინებელი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, კარგად გვესმის, რომ საბურავები სპეცტექნიკისა და დიდი ავტოპარკების მფლობელი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯია. შეთავაზებების დაგეგმვისას ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ავტოპარკის სეზონურად მომზადება გავუმარტივოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის განვითარების უწყვეტობისთვის“.

Black Friday-ს ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი VARTA-ს აკუმულატორების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება საბურავებზეც - მიკროავტობუსის C კატეგორიის საბურავებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის განკუთვნილ საბურავებს, Westlake-სა და Forerunner-ის მოდელებზე მომხმარებლებს სპეციალური ფასები დახვდებათ. 

შეთავაზებები ითვალისწინებს ანტიფრიზების სპეციალურ ფასებსაც. სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენისას, 50 და მეტი ლიტრის შემთხვევაში, მომხმარებლებს თითო ლიტრზე სპეციალური ფასებით სარგებლობა შეუძლიათ.

Black Friday-ს შეთავაზებები კორპორაციული მომხმარებლებისთვის მხოლოდ მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტით არ შემოიფარგლება. „თეგეტა ბიზნესი“ შეღავათიან პირობებს სთავაზობს იმ კომპანიებსაც, რომლებიც ბიზნესპროცესებში მსუბუქ ავტომობილებს იყენებენ, მათ შორის თანამშრომლების გადაადგილებისა და სხვა საჭიროებებისთვის.

30 ნოემბრის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით, საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და სხვა პროდუქტებზე 40%-მდე ფასდაკლება მოქმედებს:

• Bridgestone-ის საბურავებზე ფასდაკლება 25%-ს შეადგენს, სხვა ბრენდების საბურავებზე კი – 20%-ს.
• Petronas-ის ზეთების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ზეთებზე კი ფასდაკლება 25%-ია. გარდა ამისა, 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ფილტრებზე.
• Energizer-ის აკუმულატორებზე ფასდაკლება 40%-ს შეადგენს, Macpower-ის აკუმულატორებზე – 15%-ს, სხვა ბრენდების აკუმულატორებზე კი – 25%-ს.
• ATE-ის ავტონაწილების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ავტონაწილებზე კი 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
• 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს დანადგარებზე, G10701 ჯგუფის გარდა.
• TOTAL-ის ინსტრუმენტების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ინსტრუმენტებზე კი ფასდაკლება 25%-ს შეადგენს.

„თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებლებს სთავაზობს სატვირთო ავტომობილებს, მიკროავტობუსებსა და სპეცტექნიკას, ასევე მათთვის საჭირო საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ პროდუქცია 300-ზე მეტი ბრენდისა და 150 000-ზე მეტი დასახელების ფართო ასორტიმენტიდან, ისარგებლონ მობილური ჯგუფების სერვისებით, ონლაინდაჯავშნითა და პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. ბიზნესების საჭიროებებზე მორგებული მომსახურება ავტოპარკების გამართულ მუშაობასა და ტექნიკური მომსახურებისთვის აუცილებელი პროცესების გამარტივებას ისახავს მიზნად. ამჟამად „თეგეტა მოტორსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 35 000-მდე კორპორაციულ ორგანიზაციას ემსახურება.

შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

25.11.2026.21:44

თიბისისთვის ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თიბისი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ თიბისიმ, ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით თიბისი ადასტურებს მზადყოფნას, ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.

ღონისძიება, რომელსაც ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს საფონდო ბირჟა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

ღონისძიების მიზანი იყო კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალ პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც კომპანიებს ბავშვთა უფლებების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საქმიანობასა და ანგარიშგებაში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათ შორის წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელო - „ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა