მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა ბლოგი“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი ციფრული პლატფორმა

news image
mbc image

თანამედროვე ბიზნესისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება. ლიდერი კომპანიები ქმნიან სივრცეებს, სადაც ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთად ვლინდება. სწორედ ამ ხედვის საფუძველზე შექმნა „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თეგეტა ბლოგი“ – უნიკალური ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია ავტოინდუსტრიასა და უსაფრთხო გადაადგილების თემებზე. ეს პლატფორმა არის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის მომხმარებელთან ღია, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.

„თეგეტა ბლოგი“ აერთიანებს მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს, რომელიც სრულყოფილად პასუხობს დღევანდელი მკითხველის სხვადასხვა საჭიროებას. პლატფორმაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი შინაარსი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ  რჩევებს მძღოლებისთვის, ისე მარტივად გასაგებ ინსტრუქციებს ავტომობილის მოვლისა და საგანგებო სიტუაციებში დროული რეაგირების შესახებ. ასევე, მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ და ბიზნესსიახლეებს, რომლებიც ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ბლოგის“ შექმნის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის ნათლად, მარტივად და უშუალოდ მიწოდება, ნაკლებად ფორმალური გზით. აქ თავმოყრილია ჰოლდინგის სიახლეები, პრაქტიკული რჩევები და გზამკვლევები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას ამარტივებს. „თეგეტას“ გუნდის მისიაა არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირება —იმის ჩვენება, რატომ და როგორ უნდა ჩატარდეს ავტომობილის სხვადასხვა ტექნიკური მომსახურება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ იგნორირებას.

დღეს, როცა ცხოვრების სწრაფი ტემპი ადამიანებს დროის დეფიციტს უქმნის და ბაზარზე მსხვილი კომპანიები ხშირად მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებით შემოიფარგლებიან, ჩვენ ვქმნით ერთიან სივრცეს, სადაც მომხმარებლები საჭირო რჩევებს მარტივად იღებენ. ასევე, ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები და ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერვისები თუ პროდუქტები მათ ყოველდღიურობას უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდიდეს, ხოლო ავტომობილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყოველდღიური გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, არასოდეს გახდეს შეფერხების მიზეზი“.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება მომხმარებელთა ინფორმირებულობასა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას. „თეგეტა ბლოგი“ ამ ინიციატივებს ციფრულ ფორმატში უყრის თავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობიდან სწრაფად და მარტივად გაეცნოს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული გზასთან და ავტომობილით გადაადგილებასთან, ამიტომ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე. „თეგეტა ბლოგი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ეს პლატფორმა არა მხოლოდ ტექნიკურ რჩევებსა და ყოველდღიურ რუტინულ საკითხებზე მორგებულ რეკომენდაციებს გვაწვდის, არამედ რეალურ ნაბიჯებს დგამს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ტექნიკურად გამართული ავტომობილი უსაფრთხო გზის მთავარი წინაპირობაა. ბლოგის საშუალებით ვცდილობთ, გავაზიაროთ საჭირო გამოცდილება, გავაძლიეროთ პასუხისმგებლობის განცდა და ხელი შევუწყოთ გადაადგილების ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულია რეალური ისტორიებიც „თეგეტელებისგან“ — ადამიანებისგან, რომლებიც კომპანიის წარმატების საფუძველს ქმნიან. ბლოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეთმობა იმ პროექტებს, რომლებიც ჰოლდინგის სოციალურ პასუხისმგებლობასა და კორპორაციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „თეგეტა ბლოგის“ ვლოგების კატეგორია ვებგვერდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საზოგადოებასთან უშუალო და პრაქტიკულ კავშირს ამყარებს. ვიდეოსერიებში „თეგეტას“ გუნდის წევრები მარტივად და გასაგებად ხსნიან ყოველდღიურ ტექნიკურ საკითხებს, როგორებიცაა საბურავის შეცვლა ან ავტომობილის სეზონური მოვლა. გარდა ცოდნის გაზიარებისა, ეს ფორმატი აძლიერებს სანდოობას და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასაც.

„თეგეტა ბლოგი“ განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ რჩევებს, ინტერესდება ავტოინდუსტრიით, ტექნოლოგიური სიახლეებით ან სურს, მეტი გაიგოს კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებების შესახებ. მისი შინაარსი მარტივი და გამართულია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად იპოვოს და პრაქტიკაში გამოიყენოს — მაგალითად, როგორ შეცვალოს ზეთი გზაში ან როგორ მოაგვაროს გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა საკუთარი ძალებით.

ვებგვერდის ინტუიციური ინტერფეისი მომხმარებელთა მარტივ და სწრაფ ნავიგაციას უზრუნველყოფს, რაც პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა „თეგეტა ბლოგი“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციული ვებგვერდი — ეს არის ღირებული და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, იქცეს სანდო წყაროდ საზოგადოებისთვის,  ავტოინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. სტატიებთან ერთად, ბლოგი მოიცავს ვიდეოებსა და ვიზუალურ ინსტრუქციებს, ყოველივე ეს კი მას მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ რესურსად აქცევს.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა