Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
დღევანდელ რეალობაში, როდესაც დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია, ავტომობილის შესაკეთებლად რამდენიმე საათის ან, ზოგჯერ, მთელი დღის გამოყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს „თეგეტა მოტორსის“ ინოვაციური მომსახურება - Tegeta Comfort, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი სასურველი ადგილიდან სასურველი სერვისი შეუკვეთოს.
სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას, გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს.
ვაჟა ილურიძე „თეგეტა მოტორსის” საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი:„თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვის გვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort - სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე - 0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.
პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით: როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით.
Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა - სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
30.09.2026.15:02
ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც სრულფასოვან კოლექციად იქცა - Tegeta-სა და Reckless-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. GASOLINE - ასე ჰქვია ლიმიტირებულ ხაზს, რომელიც მათთვისაა, ვინც შთაგონებასა და სილამაზეს ხედავენ იქ, სადაც არავინ ეძებს მას. სიძლიერისა და გამბედაობის კონცეფციით შექმნილი სამოსი unisex-ია და მისი შეძენა Tegeta Shop-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ქუჩის 6-ში მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში.
ინსპირაცია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ანარეკლი გახდა. ეს ინდუსტრიული დეტალი მთავარ პატერნად იქცა და კოლექციას განსხვავებული ხასიათი შესძინა.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თამამი გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და ინოვაციურობა „თეგეტასათვის“ უცხო არ არის. Reckless-თან კოლაბორაციით შექმნილი კამუფლაჟური სტილის ქურთუკებიც სიმტკიცისა და გამბედაობის იდეას ეფუძნება, რომლის ცენტრშიც თვითგამოხატვა დგას. სამოსი თავდაპირველად, სარვამარტოდ ჩვენი თანამშრომელი ქალბატონებისთვის შევქმენით, თუმცა იდეა მალევე გასცდა კამპანიის ჩარჩოებს. ქურთუკის ვიზუალურმა ენამ, კონცეფციამ და მიღებულმა ემოციურმა გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ეს ამბავი გაგრძელებას იმსახურებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი უკვე ფართო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტული კოლექცია უკვე ჩვენს ციფრულ მაღაზიაში ელოდება მომხმარებელს“.
ყველაფერი დაიწყო კამპანიით „ქალი მართავს“. ქურთუკები შეიკერა „თეგეტაში“ დასაქმებული 600 ქალბატონისთვის, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალი მართავს ყველაფერს, რაც მოესურვება. სწორედ ამ შინაგანი სიძლიერის გამომხატველია ლიმიტირებული კოლექცია GASOLINE. ეს სახელწოდებაც მამოძრავებელი ძალის სიმბოლოა და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ხელოვნება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ, ყოველდღიურ დეტალშიც კი დაიბადოს.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „დიზაინის მთავარი იდეა პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონების წყარო ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტია - ის მომენტი, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ეფექტს ქმნის. ამ ორი ელემენტის შეხებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება კოლექციის მთავარ პატერნად ვაქციეთ. საბოლოოდ, Reckless-ის თავისუფალ, ექსპერიმენტულ ხელწერასთან სინთეზით შეიქმნა ტექნიკური სილუეტები და კამუფლაჟის ესთეტიკა. ეს ვიზუალური ენა ერთგვარი მეტაფორაცაა: ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფორმებსა და ფერებს, ჩვენც სწორედ იქ ვპოულობთ ახალ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ დეტალებს ხედავენ“.
კონცეფცია Reckless-ისა და „თეგეტას“ ერთობლივი ხედვით შეიქმნა. თითოეულმა ბრენდმა პროექტს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა შესძინა, რაც საბოლოოდ GASOLINE-ის კოლექციაში აისახა.

ლიზა ყაჯრიშვილი, Reckless-ის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი: „ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო კოლაბორაციები სწორედ მაშინ იქმნება, როცა ორი ბრენდი ერთმანეთს კი არ ემსგავსება, არამედ განსხვავებებს ინარჩუნებს და ამ განსხვავებებით ქმნის რაღაც ახალს. არ გვინდოდა, რომ Reckless-ს უბრალოდ Tegeta-ს ლოგო დაესვა ტანსაცმელზე, ან Tegeta-ს Reckless-ის ესთეტიკა „ჩაეცვა“. გვინდოდა, დამატებითი რაღაც შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ამ ორი სამყაროს შეხვედრისას შეიძლებოდა გაჩენილიყო. Tegeta-ს მხრიდან გვქონდა ტექნიკური, ინდუსტრიული, საავტომობილო სამყარო; Reckless-ის მხრიდან კი - ქუჩა, თავისუფლება, ახალგაზრდული კულტურა და ექსპერიმენტი. GASOLINE სწორედ ამ ორის საერთო წერტილი გახდა“.
ეს კოლექცია მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მოდა ისტორიის მოყოლისა და ჩვეულებრივში განსაკუთრებულის დანახვის გზაა. ლიმიტირებული ხაზი მომხმარებელს მხოლოდ ერთ მისამართზე - Tegeta Shop-ზე ელოდება.