მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ოფიციალური ცერემონია BTU-ში გაიმართა, სადაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ეკატერინე ქავთარაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა BTU-ს კამპუსი დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.

BTU-სთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.

საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.

ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.

პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.

აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“

10.11.2026.18:00

კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?

„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.

ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.

როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?

ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.

ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.

მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?

საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.

მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.

როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.

გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა