მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

news image
mbc image

• შეთანხმება საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთობლივ აქტივობებს, ლოიალობის პროგრამებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და კამპანიებს აერთიანებს

„თეგეტასა“ და „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორ ბრენდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა ახალ, სტრუქტურირებულ ფორმატში გაგრძელდება და მომხმარებელს ერთიან საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს.

ხელმოწერის ღონისძიება „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ ეს პარტნიორობა, პირველ რიგში, ნიშნავს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სრულყოფილი საავტომობილო ეკოსისტემის შექმნას - ისეთის, სადაც მომხმარებლის გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილის შეძენით, სერვისით ან კონკრეტული პროდუქტით. ამასთანავე, ეს პარტნიორობა „თეგეტასთვისაც“ მნიშვნელოვანია - ამ გზით ჩვენი ბრენდი მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის, რაც გვეხმარება ლოიალობისა და ხანგრძლივი ურთიერთობის გაძლიერებაში.

„თეგეტასა“ და „გალფის“ პარტნიორობის ფარგლებში პირველი შეთავაზებები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორაციულ არხში. ბიზნესებმა, რომლებიც „თეგეტასთან“ თანამშრომლობენ, უკვე იციან, რომ Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას „გალფის“ დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ. უკვე მოქმედებს „ვოლვო 365-იც“, რაც ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის „გალფის“ საწვავით დასაჩუქრებას გულისხმობს. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ არაერთ სიახლეს ვამზადებთ, მათ შორის „თეგეტას“ ციფრულ არხებში.

დღეს მომხმარებელი ბრენდებს აღარ უყურებს მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ჭრილში - მას სჭირდება კომფორტი, მრავალფეროვანი არჩევანი, დროის დაზოგვა, ხარისხიანი მომსახურება, დამატებითი სარგებელი და უკეთესი გამოცდილება ავტომობილით გადაადგილების მთელი ციკლის განმავლობაში“.

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ რამდენიმე კრიტერიუმი იყო გადამწყვეტი - მასშტაბი, მომხმარებელთა ბაზა, მომსახურების ხარისხი და ბრენდის რეპუტაცია.

მიხეილ ესიაშვილი, „გალფის“ გენერალური დირექტორი: „გალფი“ და „თეგეტა“ საკუთარ სექტორებში ლიდერი კომპანიები არიან. ჩვენი გამოცდილების, მასშტაბისა და შესაძლებლობების გაერთიანება ორივე ბრენდს კიდევ უფრო გააძლიერებს და მომხმარებლისთვის ახალ ღირებულებას შექმნის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „გალფი“ „თეგეტასთვის“ საწვავის მთავარი მიმწოდებელი ხდება, რაც ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის. ჩვენთვის მოძრაობა მხოლოდ გადაადგილებას არ ნიშნავს - ეს ადამიანების, ბიზნესისა და ქვეყნის წინსვლაა. „თეგეტასთან“ ერთად, ჩვენი მიზანია ერთიანი საავტომობილო ეკოსისტემის განვითარება, სადაც საწვავი, საავტომობილო სერვისები და მომხმარებლისთვის საჭირო სხვა მომსახურებები ერთმანეთს ავსებს და ყოველდღიურ გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ეს გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობაა. სამომავლოდ ერთობლივი შეთავაზებების, ლოიალობის პროგრამებისა და ახალი სერვისების განვითარებაზე ვიმუშავებთ, რათა მეტი სარგებელი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შექმნის ენერგიას, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება“.

„თეგეტასა“ და „გალფს“ შორის შეთანხმება ერთი წლის ვადით გაფორმდა. გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს სურთ, თანამშრომლობა მდგრად პარტნიორულ ეკოსისტემად ჩამოყალიბდეს, სადაც ორი ძლიერი ბრენდის შესაძლებლობების გაერთიანებით მომხმარებელი დამატებით ბენეფიტებს მიიღებს.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია. საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა - ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია

08.10.2026.18:24

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, განახლდა ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი, სადაც გადახდის მეთოდების დამატება და მართვა, მიღებული თანხების კონტროლი, ფინანსური დოკუმენტების მომზადება და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

განახლებული ბიზნეს მენეჯერი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები ერთი სივრციდან შეასრულოს - იქნება ეს ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეში მიღებული გადახდების კონტროლი, ფინანსური რეპორტების მომზადება თუ ახალი გადახდის მეთოდის დამატება.

რა განახლდა ბიზნეს მენეჯერში?

გადახდის მეთოდის დამატება - სრულად ციფრულად

ბიზნესს სასურველი გადახდის მეთოდის - ტერმინალის, ონლაინ გადახდების ან ბმულით გადახდის - დამატება და მოთხოვნა პირდაპირ ბიზნეს მენეჯერიდან შეუძლია.

ყველა მიღებული თანხა ერთ სივრცეში

ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ადევნონ თვალი როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გაყიდვების წერტილებიდან მიღებულ თანხებს და უკეთ შეაფასონ გაყიდვების დინამიკა.

ტერმინალის მარტივი მართვა

ტერმინალის აღების შემდეგ, მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი. ბიზნესს ასევე შეუძლია, ტერმინალის პარამეტრები საკუთარ საჭიროებებს მოარგოს, აირჩიოს რა მეთოდებით უნდა თანხების მიღება (Visa, Mastercard, Amex, Apple pay, google Pay, QR განვადება, ნაწილ-ნაწილ თუ Plus ქულებით) და გაიაქტიუროს დამატებითი სერვისები (პრეავტორიზაცია, სამადლობელი, Reversal და Refund).

ფინანსური ამონაწერი და რეპორტები - მომენტალურად

საჭირო ფინანსური ამონაწერისა და რეპორტების შექმნა და ჩამოტვირთვა ბიზნეს მენეჯერიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს ინფორმაციის მომზადებას ბუღალტერიისა და აუდიტისთვის.

სკრინინგი და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება

საჭირო პროცედურების გავლა და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება ბიზნეს მენეჯერშივეა შესაძლებელი, რაც მომსახურების მიღების პროცესს ამარტივებს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გადახდების, API-ის, რეკლამისა და ფინანსური ანალიტიკის მართვის ინსტრუმენტები.

ბიზნეს მენეჯერის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ და გააანალიზონ გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, API მენეჯერის საშუალებით საკუთარ სისტემებში გადახდები ჩააშენონ, ხოლო Ads მენეჯერის გამოყენებით საქართველოს ბანკის ციფრული არხების მომხმარებლებისთვის მიზნობრივი შეთავაზებები (ფასდაკლება, ქეშბექი ან ქულების დაგროვება) გაუშვან.

განახლებული ბიზნეს მენეჯერის გამოყენება შესაძლებელია 

businessmanager.bog.ge-ზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა