მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს - გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა

news image
mbc image

Farizon Center Tegeta-მ, რომელიც საქართველოში პირველი სრულად ელექტრული კომერციული სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილების ოფიციალური დილერია, „თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე გეზის ფილიალში სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. ხუთი დღის განმავლობაში ტრენინგებს ჩინეთიდან მოწვეული Farizon-ის სპეციალისტები უძღვებოდნენ. პროგრამაში 20-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის იყვნენ სომხეთის Farizon-ის გუნდის წარმომადგენლები.

Farizon-ის სპეციალისტები საქართველოში „თეგეტას“ ინიციატივით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანი კომპანიის ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება და ბრენდის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება იყო. ტრენინგის მონაწილეები ბრენდის კომერციული ელექტრომობილების ტექნიკური მომსახურების სპეციფიკასა და შესაბამის სტანდარტებს გაეცნენ. პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა უშუალოდ ავტომობილების სერვისის პროცესში გამოეყენებინათ.

გიორგი შაქარაშვილი, Farizon Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: „Farizon-ის ბრენდის შემოყვანა და განვითარება საქართველოში ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილების გაყიდვით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გაყიდვის შემდეგაც შევთავაზოთ ბრენდის სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ტექნიკოსების კვალიფიკაცია უშუალოდ Farizon-ის სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით აგვემაღლებინა. 

გვინდა, მზად ვიყოთ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ავტოპარკში ათეულობით, ასეულობით ან უფრო მეტი კომერციული ავტომობილის მიწოდება და მართვა სჭირდებათ. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები და ჰიპერმარკეტების ქსელები, კვებისა და სამედიცინო სფეროები – მათთვის ავტომობილის გაჩერება ყოველდღიურ ოპერაციებზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საგარანტიო და ტექნიკური მომსახურება სწრაფად, ხარისხიანად და ბრენდის სტანდარტების დაცვით წარიმართოს“.

ტექნიკური ვორქშოპისთვის „თეგეტა მოტორსის“ უახლესი გეზის ფილიალი შეირჩა, როგორც კომერციული ტრანსპორტის მომსახურებისა და პრაქტიკული სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სივრცე. სწორედ ამ სივრცეში, Farizon-ის ავტომობილის შეძენასთან ერთად, მომხმარებლებს მისი შემდგომი ტექნიკური მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ფილიალი კომერციული და სატვირთო ტრანსპორტისთვის შესაბამისი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც, მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ გუნდთან ერთად, Farizon-ის მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომი მომსახურების სრულფასოვანი სერვისის უზრუნველყოფას ემსახურება.

ჟივეი იანგი, Farizon-ის გაყიდვების შემდგომი ტექნიკური მომსახურების მენეჯერი: „Farizon არის მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციული ავტომობილების ბრენდი. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს ბაზარს და ასევე დიდ ნდობას ვუცხადებთ Tegeta Holding-ს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი პოზიციები და დიდი განვითარების პოტენციალი აქვს.

ჩვენთვის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ტრენინგი ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი მიზანია პროფესიონალი და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადება.

შემდგომ ეტაპზე, ადგილობრივ ტრენინგებთან ერთად, ჩინეთშიც განვახორციელებთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამას, რათა მუდმივად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების ცოდნა, შესაძლებლობები და პროფესიული კომპეტენციები“.

Farizon, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაშია, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს, მათ შორისაა Farizon SV, Farizon V6E, Farizon F1E და Farizon F3E. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ტვირთამწეობითა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილით განსხვავდებიან. კომერციული ელექტროტრანსპორტი ბიზნესებს საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, საბოლოოდ, ავტომობილის ფლობის ჯამურ ღირებულებაზეც აისახება.

ანდრო ხვიტია, უფროსი კომერციული ანალიტიკოსი: „Farizon-ის კომერციული ელექტრომობილები ბიზნესისთვის ფლიტის მენეჯმენტის უფრო ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით საინტერესო პროდუქტია, რადგან ისინი ფლობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებენ. მეორე მხრივ, როდესაც კომპანიას ათეულობით ან ასეულობით ავტომობილი ჰყავს, გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანად შეძლებს ის ავტოპარკის მართვას, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და ტრანსპორტის მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში გამოყენებას. ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის სერვისი სწორედ ამ პროცესის ერთიანად მართვას ემსახურება – ავტომობილის შერჩევიდან მის მოვლა-პატრონობამდე. ამ პროცესის ხარისხიანად მართვისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ტექნიკური გუნდია საჭირო. Farizon-იდან მოწვეული სპეციალისტების ტრენინგები სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება“.

ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს 2026 წლის დასაწყისში დაემატა და მსხვილი ბიზნესებისგან ინტერესი მალევე გამოიწვია. ამის ერთ-ერთი მაგალითია სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისთან“ საოპერაციო ლიზინგის კუთხით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას 10 ერთეული Farizon გადაეცა. ავტომობილის შერჩევასა და მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბიზნესებს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს მოდელი მოიცავს ავტოპარკის ოპერირებისთვის საჭირო პროცესების სრულად მართვას, მათ შორის ბრენდის სტანდარტების შესაბამის ტექნიკურ და საგარანტიო მომსახურებას, მონიტორინგსა და სხვა სერვისებს, რასაც სწორედ Farizon-ის სპეციალისტებისგან დატრენინგებული მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო

28.09.2026.16:49

საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის. 

DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში.  

კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. 

საქართველოს ბანკმა ოთხი ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მიიღო: 

საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა AI ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და ბანკის არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა. 

 AI უკვე ფართოდ გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაშიც: თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს. 

მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — Data Science Agent Factory 

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი Data Science Agent Factory მონაცემთა მეცნიერების მუშაობის ახალ მოდელს ქმნის. სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ. ადამიანი დეველოპერები მართავს ამ აგენტების გუნდებს, აძლევენ მათ დავალებებეს და ამოწმებენ მათ მიერ შესრულებულ შედეგებს. ეს საშუალებას იძლევა, დეველოპმენტი რამდენჯერმე უფრო სწრაფად გაკეთდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. 

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით — Agent Orchestrator 

Agent Orchestrator დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს. ამ პროცესში ადამიანის კონტროლი შენარჩუნებულია ,  რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს. 

პროდუქტის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან მისი დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. Agent Orchestrator -ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება: ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს. პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს. მისი მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა გუნდს საკუთარ ამოცანებზე გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების საშუალებას აძლევს.

წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — მიხეილ ნადარეიშვილი 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით. 

DataIQ-ის შეფასებით, 2026 წლის დაჯილდოებამ წარმოაჩინა ის ორგანიზაციები და ლიდერები, რომლებიც მონაცემებსა და AI-ს არა მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის, არამედ რეალური ბიზნეს შედეგების მისაღებად იყენებენ. საქართველოს ბანკის ოთხი ჯილდო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა