Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
12 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (GASF) ორგანიზებით წრიული რბოლის ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს Tegeta Fest-ზე ეპატიჟება - ფესტივალზე, რომელიც ავტოდრომს ცოცხალ, ინტერაქციულ პიტ-სტოპად აქცევს.
ფესტივალის სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ გასართობი ზონები და ისინი მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას შეძლებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების - Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, Motul, Varta, ATE და Champion - სპეციალური სივრცეები, სადაც სტუმრები, კომპანიების პროდუქციის გაცნობა-შეძენასთან ერთად, სხვადასხვა ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებენ.
თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილის“ მთავარი ოფიცერი: „Tegeta Fest-ის იდეა ავტოსპორტის ირგვლივ სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაა. გვინდოდა, ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მხოლოდ რბოლა არ ყოფილიყო და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მთელი დღე ინტერაქციულ, გასართობ და ტექნოლოგიურ გარემოში გაეტარებინათ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების ჩართულობით ფესტივალი აერთიანებს იმას, რაც ავტოინდუსტრიას ყველაზე მეტად ახასიათებს - ინოვაციას, ხარისხსა და ემოციას.
ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული ავტო- და მოტოსპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, ახალი თაობის ჩართულობასა და საავტომობილო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს“.
ფესტივალის კონცეფცია რეალური ავტორბოლის პიტ-სტოპის იდეას ეფუძნება - იმ რამდენიმე წამს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვებას განსაზღვრავს. ამ გამოცდილებას სხვადასხვა აქტივობა გააცოცხლებს, რათა სტუმრებმა ავტოსპორტის ემოციები არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ თავადაც შეიგრძნონ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ, ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში: შეამოწმონ რეაქციის სისწრაფე, გამოცადონ პროფესიონალური რბოლის სიმულატორი, შეადარონ სარბოლო და სამოქალაქო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემების შესაძლებლობები და სხვა ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. დასწრება თავისუფალია.
სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ისინი პატარა მრბოლელებად იქცევიან - ბალანს-ბაიკებითა და პულტიანი სარბოლო ავტომობილებით გაერთობიან, ასევე სხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან.
სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ კვებისა და სასმელების ზონა, დასასვენებელი სივრცეები და VIP-ტერასა, საიდანაც ავტორბოლის კომფორტულად ყურება იქნება შესაძლებელი.
ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, ხელს უწყობს როგორც პროფესიონალური შეჯიბრებების განვითარებას, ისე ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება. ამ ხედვის გაგრძელებაა ფესტივალიც, რომლის მიზანი ავტოსპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცის შექმნა და ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაა.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
როგორ ამარტივებს საქართველოს ბანკის განახლებული ბიზნეს მენეჯერი საქმიანობას? - შოკოტელას გამოცდილება
05.11.2026.19:23
რვაწლიანი საავიაციო კარიერისა და ბორტგამცილებლის პროფესიის შემდეგ მარიამ კაპანაძემ ბავშვობის ჰობი, ხელოვნება და კულინარია, ბიზნესად აქცია. ასე შეიქმნა შოკოტელა – ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი, რომლის თითოეული ფილა დახვეწილ გემოებსა და უნიკალურ ფორმებს აერთიანებს.
თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად ყოველდღიურობაში ჩნდება წარმოების, მაღაზიებისა და შეკვეთების მართვის რთული ამოცანები.
ერთიანი ეკოსისტემა და მეტი ხილვადობა
სწორედ რუტინული საოპერაციო და ფინანსური პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს და 4 მოდულისგან შედგება:
• გადახდების მენეჯერი: ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიიდან შემოსულ თანხებს ერთ ადგილას აერთიანებს. მისი დახმარებით მარტივად მართავთ ტრანზაქციებს და ამატებთ გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს.
• API მენეჯერი: თქვენს სისტემებს პირდაპირ აკავშირებს საბანკო სერვისებთან, რაც პროცესებს ავტომატურს ხდის და მომხმარებელს ავტორიზაციასა თუ ანგარიშსწორებას მაქსიმალურად უმარტივებს.
• Ads მენეჯერი: გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ფასდაკლებები თუ ქეშბექი და პირდაპირ დაუკავშირდეთ 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით, რაც ბიზნესს ბაზარზე უფრო ხილვადს ხდის.
• ანალიტიკა: გაჩვენებთ ზუსტ მონაცემებს მომხმარებლების ასაკის, სქესისა და ინტერესების შესახებ. ასე მარტივად სწავლობთ მათ ქცევას, ქმნით ზუსტად მათზე მორგებულ შეთავაზებებს და ზრდით ლოიალობას.
სიახლეები გადახდების მენეჯერში
მარიამი ბიზნეს მენეჯერს განახლებამდეც იყენებდა, თუმცა გადახდების მენეჯერის ახალმა ფუნქციონალებმა ბიზნესის მართვის პროცესი მისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახადა:
“როდესაც ბიზნესი იზრდება, შეკვეთები სხვადასხვა არხიდან განუწყვეტლივ შემოდის. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ფიზიკური მაღაზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან მიღებული თითოეული ტრანზაქციის ხელით გადამოწმება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განახლებული გადახდების მენეჯერით კი ეს ყველაფერი რეალურ დროში, ერთ სივრცეში ჩანს.”
პლატფორმაზე მონაცემებს თარიღის, ტერმინალის, გადახდის მეთოდისა თუ სტატუსის მიხედვით მარტივად ფილტრავთ, ასობით ტრანზაქციაში სასურველი ჩეკის ხელით ძებნა აღარ გიწევთ.
მარტივად აკონტროლებთ, რომელმა ფილიალმა იაქტიურა, როგორი გადახდის მეთოდს ირჩევენ მომხმარებლები და რა სტატუსი აქვს თითოეულ ჩარიცხვას. ასეთი მოწესრიგებული მონაცემები გეხმარებათ, წამებში ჩამოტვირთოთ ბუღალტერიისთვის საჭირო ანგარიში და ზუსტად იცოდეთ, რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმა დღის ბოლოს.
საწყის ეტაპზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და საგადახდო სისტემის გამართვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შოკოტელას ვებგვერდი აქვს, მომხმარებლების ნაწილს შეკვეთის სოციალური ქსელით გაფორმება ურჩევნია, ამიტომ მარიამისთვის განახლებული გადახდის ბმული პრაქტიკული აღმოჩნდა:
“სოციალური ქსელებით, მაგალითად ინსტაგრამით, გაყიდვებისას ყველაზე შრომატევადი პროცესი ანგარიშსწორებაა. მომხმარებლისთვის ანგარიშის ნომრის გაგზავნა, ჩეკის მოლოდინი და გადამოწმება ბევრ საფეხურს მოიცავს – გადახდის ბმული კი ამ დროს საუკეთესო და სანდო გამოსავალია.”
გადახდის ბმული პრაქტიკაში ასე მუშაობს: მომხმარებელი არჩევს სასურველ პროდუქტს, თქვენ კი პლატფორმიდან წამებში უგენერირებთ უნიკალურ საგადახდო ლინკს და უგზავნით პირად შეტყობინებაში. მყიდველი თანხას ბარათით, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იხდის.
გარდა იმისა, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივდება, ბმულით მიღებული გადახდები პირდაპირ აისახება ბიზნეს მენეჯერის საერთო სტატისტიკაში. ეს გაძლევთ საშუალებას, ზუსტად აღრიცხოთ სოციალური ქსელებიდან შემოსული თანხები, დაინახოთ რეალური სურათი და დეტალურად გააანალიზოთ გაყიდვების სტატისტიკა ერთიან სივრცეში.
მეტი დრო საყვარელი საქმისთვის
“ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკული სიახლეები ყოველდღიურ საქმეებში დროს დაგვიზოგავს და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, შოკოტელას განვითარებასა და ახალი გემოების შექმნაზე ვიზრუნოთ.”
ბიზნეს მენეჯერის განახლებული ეკოსისტემის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება და დაეხმაროს მეწარმეებს ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და გამარტივებაში. როდესაც ბიზნესის მართვის პროცესში ტექნიკური ბარიერები მცირდება და ყოველდღიური საოპერაციო საკითხები მარტივად გვარდება, დაზოგილი დრო და ენერგია შეგიძლიათ, სრულად საკუთარ იდეასა და საყვარელ საქმეს დაუთმოთ.
გამოცადეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები მარტივად.