„თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები - „თეგეტა გრინ პლანეტი“ „სოციალური დიზაინის დღეების“ ერთ-ერთი მხარდამჭერია. დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე იმსჯელეს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. ღონისძიება წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. სამი დღის განმავლობაში დისკუსიაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი ქართველი და 7 ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი შალვა ახვლედიანი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველოსთვის მსგავსი ფორმატის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა მსოფლიო რუკაზე დავიმკვიდროთ თავი, როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით მოქმედმა ქვეყანამ - როგორც სახელმწიფომ, ისე პასუხისმგებლობიანმა ბიზნესებმა, მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა. ჩვენთვის ამ ფორუმში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ინფორმაციისა და ცოდნის ორმხრივი გაცვლაა: ერთი მხრივ, ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვაგროვებთ, მეორე მხრივ კი, ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპულ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ კომუნიკაციას უწყობს ხელს მსგავსი შეხვედრები.
ასეთი ფორუმი სტარტაპებისთვის ახალ იდეებზე ფიქრის მოტივაციაა, არქიტექტორებისა და ტექნიკური პერსონალისთვის კი ცოდნისა და ახალი ნოუჰაუს წყარო. სწორედ ამიტომ არის „თეგეტა გრინ პლანეტი“ ამ ღონისძიების მხარდამჭერი - გვსურს, ეს ცოდნა გავაზიაროთ, რადგან მიღებული ინფორმაცია ცვლის როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების დამოკიდებულებას“.
„სოციალური დიზაინის დღეების“ პროგრამა არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საკითხებს, გადამუშავებული და ორგანული მასალების ყოველდღიურ გამოყენებას, ასევე მოდის ინდუსტრიასა და მდგრადი მასალების ტრენდებს მოიცავდა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, მოხსენებები, ლექციები, საგამოფენო დისპლეები, დისკუსიები და გასვლითი სესიები.
ნინო ეგაძე, დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი: „ჩვენი მიზანია, სოციალური დიზაინის კულტურა და მოძრაობა, მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ახალი თაობისთვის მიმზიდველად ვაქციოთ, ყოველი გამოშვება მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტს ეხება, წინა კონფერენციები სივრცეების გამოყენებას, ინკლუზიას, მემკვიდრეობასა და ქალაქგეგმარებას ეხებოდა, ივლისის „სოციალური დიზაინის დღეების“ თემა ცირკულარული დიზაინია. ვფიქრობთ, დიზაინერებს, არქიტექტორებს, სტარტაპერებს, ინჟინრებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და იმ კომუნას, რომელიც დიზაინის ინსტიტუტის გარშემოა შემოკრებილი, ყველაზე მეტად შეუძლია, გაიაზროს და შემდეგ რეალურ მოდელებში ასახოს წარმატებული ბიზნესმოდელები.
გვიხარია, რომ ამ მოძრაობას, სხვა პარტნიორებთან ერთად, „თეგეტა გრინ პლანეტი“ შემოუერთდა, რადგან ასეთი ფორუმების მიზანი თანამშრომლობისა და ერთად ფიქრის ხელშეწყობაა, მხოლოდ სექტორების თანამშრომლობით და ახალი ტრენდების გადააზრებით შეიძლება უფრო მდგრადი და ცირკულარული გარემოს შექმნა“.
ღონისძიების ფარგლებში იმ პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში აქვს ცირკულარულ მოდელს. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობაზე.
ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები დღეს აღარ აღიქმება მხოლოდ გარემოსდაცვით ტენდენციად - ის თანდათან იქცევა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. მიდგომა, რომელიც მასალის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, ნარჩენების ხელახალ გამოყენებასა და რესურსის რაციონალურ მართვას ეფუძნება, ერთდროულად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, ქმნის ახალ ღირებულებას ბიზნესისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
„თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
07.07.2026.15:49