„თეგეტა ჰოლდინგი“ 2024 წლის ლიდერ პრო ბონო კომპანიად დასახელდა
,,თეგეტა ჰოლდინგმა’’ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი „პრო ბონო“ აქტივობა განახორციელა და 2024 წლის ლიდერ „პრო ბონო“ კომპანიად დასახელდა. 29 კომპანიას შორის ლიდერის სტატუსი „თეგეტას“ „პრო ბონო ფორუმზე“ მიენიჭა, სადაც „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ 2024 წლის საქმიანობა შეჯამდა. ფორუმის მონაწილეებს ,,თეგეტას’’ წარმომადგენლებმა საკუთარი პრო ბონო გამოცდილებაც გაუზიარეს.
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, გულისხმობს ერთი კომპანიის თანამშრომლების მიერ სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსს ხელმისაწვდომს ხდის მათთვის ვისაც ხშირად არ აქვთ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური საექსპერტო მომსახურების მისაღებად ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.