მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს

news image
mbc image

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) ერთობლივი AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს, რომელიც 2026-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, 50-მდე სკოლაში დაინერგება - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მოიცავს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას, სასწავლო რესურსების შემუშავებას, მასწავლებლების გადამზადებასა და მოსწავლეებთან, მშობლებთან თუ პედაგოგებთან ერთობლივ კომუნიკაციას.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტა ჰოლდინგი“ სისტემურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს საკუთარ ბიზნესპროცესებში და საავტომობილო ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა სიჩქარით ცვლის AI ეკონომიკის ყველა სექტორს და ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც ამ ცოდნას თან ახლავს.

როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება მოთხოვნები სამუშაო ადგილზე - AI-სთან მუშაობის უნარი აღარ არის მხოლოდ IT სპეციალისტების პრეროგატივა, ის ნებისმიერ პროფესიაში საბაზისო კომპეტენცია ხდება. თუმცა ტექნოლოგია თავისთავად შედეგს არ იძლევა - გადამწყვეტია ადამიანი, რომელსაც მისი გააზრებულად და კრიტიკულად გამოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ეს ცოდნა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ. ეს ჩვენი ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში და გვინდა, რომ ახალი თაობა AI ეპოქას მზად შეხვდეს“.

„თეგეტა“ პროგრამის დაწყებიდან ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია. AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა 30-მდე სკოლაში, სადაც მოსწავლეებისთვის არჩევით საგნად AI წიგნიერება დაემატა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „გვჯერა, რომ წარმატებული კომპანია ვერ აშენდება იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავმხდარიყავით პირველი კერძო კომპანია, რომელიც AI წიგნიერების ეროვნულ პროგრამას სრულფასოვნად დაუჭერს მხარს - არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, სადაც შესაძლებლობები, ამ მიმართულებით, შედარებით ნაკლებია.ჩვენთვის განათლებისა და მომავალი თაობის მხარდაჭერა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება არ არის - ის ჩვენი ღირებულებების პირდაპირი გამოვლინებაა“.

16-კვირიანი კურსი IX-XI კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი და მოიცავს 32 გაკვეთილს. სასწავლო პროგრამა ხუთ მიმართულებას აერთიანებს.

გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი: „ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოსწავლეები უნდა მოემზადონ შრომის ბაზარზე მოახლოებული ცვლილებებისთვის, ხოლო ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში უნდა ჰყავდეს თაობა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე ორგანულია, როგორც ერთ დროს კომპიუტერთან მუშაობა გახდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან AI-ს საფუძვლებს, გენერაციული ინსტრუმენტების - ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ს - გამოყენებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას და, რაც მთავარია, შეიძენენ ამ ინსტრუმენტების პასუხისმგებლობიანად და კრიტიკული აზროვნებით გამოყენების უნარს - შეძლებენ AI-ს მიერ დაბრუნებული პასუხის გადამოწმებას, გაარჩევენ ნამდვილ ინფორმაციას გენერირებულისგან, ამოიცნობენ DeepFake-სა და მანიპულაციას. სწორედ ეს კომპეტენციები განსაზღვრავს, თუ რა ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა საქართველოდან გლობალურ ციფრულ რუკაზე უახლოეს ათწლეულში. ჩვენი ხედვა მკაფიოა: შემდეგ 3-5 წელიწადში AI სავალდებულო საგნად უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რათა ეს ცოდნა ყველა მოსწავლემ მიიღოს, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს თუ მაღალმთიან რეგიონში“.

აქამდე, საქართველოს სკოლებში AI არ ისწავლებოდა და ქვეყანას არ ჰქონდა განათლებაში AI-ს ინტეგრირების სისტემური ხედვა. სწორედ ამის შეცვლაა ასოციაციის მიზანი. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი კი, პარტნიორებთან ერთად AI წიგნიერების ეროვნული სასკოლო პროექტის განხორციელებაა.

„თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, პროგრამაში ჩაერთო სხვა არაერთი კომპანია - თანამშრომლობის მემორანდუმს „თიბისი“, „სელფი“ და „მასტერქარდი“ შეუერთდა.

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა