მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა

news image

 

  • გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს.

 

  • საერთო ჯამში, „თეგეტას“ ქართული კაპიტალის ბაზარზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში 200 მილიონი ლარის ობლიგაციები აქვს გამოცემული.

 

„თეგეტა ჰოლდინგმა“, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული 30 მილიონი ლარის ემისიის ფარგლებში, 10 მილიონი ლარი განათავსა და გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების პირველი ემისიაა.

გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 10-მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 13.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციონერები სარგებელს წელიწადში ორჯერ მიიღებენ. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა კი ორი წლით არის განსაზღვრული.

ამ უკანასკნელი ტრანშის გათვალისწინებით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე „თეგეტას“ მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი:მოხარულები ვართ, რომ, ჩვენს პარტნიორ „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, მორიგი ემისია წარმატებით დავასრულეთ. ციფრებიც ნათლად აჩვენებს, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მობილიზებული თანხა საშუალებას გვაძლევს, ეს რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ - გავაფართოოთ ბიზნესსაქმიანობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს „თიბისი კაპიტალს“, რომლის მხარდაჭერითაც კიდევ ერთი პროგრამა წარმატებით ჩავხურეთ“.

ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს ობლიგაციონერთა რაოდენობა. დეკემბერში დაწყებული ემისიის ფარგლებში, თეგეტას ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები, ჯამური 30 000 000 ლარის ოდენობით, 110-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 80% რეზიდენტია, 20% კი - არარეზიდენტი. ჰოლდინგის ინვესტორებს  შორის, არიან სადაზღვევო კომპანიებიც.

ყველა დოკუმენტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი „თიბისი კაპიტალი“ მიმდინარე პროცესს სრულად  წარმართავდა.

მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები სწორედ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით განათავსა და, ჯამში, 30 მილიონი ლარის ემისია წარმატებით დახურა. აღნიშნული ემისია „თიბისი კაპიტალისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ლარის ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით - ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. „თიბისი კაპიტალი“, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.

ინფორმაციისთვის, „თეგეტა“ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც 2024 წელს დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში ემისია განახორციელა. აღნიშნული პროგრამით დაგეგმილია ჯამურად 30 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების განთავსება, ხოლო პირველი 10 მილიონიანი ევროს ნომინალური მოცულობის ობლიგაციების ტრანშში ინვესტირება ახლაც შესაძლებელია.  

ევროში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ევროა. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ და ობლიგაციების ძირი თანხა ორი წლის თავზე დაიფარება.

აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის და მათი შეძენა, მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც შესაძლებელია დაარარეზიდეტებისთვისაც.

დღეისათვის თეგეტა ჰოლდინგს საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 350 მილიონ ლარამდე ეკვივალენტის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. ძირითადი ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საპენსიო სააგენტო, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენეტი პირები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. თეგეტა პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისიის ფარგლებში კომპანიამ  ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სეგმენტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულება აიღო. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.

--

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო

22.05.2026.16:57

18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.

სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.

სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა