მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია

news image
mbc image

15 წლის ქართველი მრბოლელი მათე კობახიძე 2026 წლის სეზონში ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში (FIA F4 British Championship) ასპარეზობას იწყებს. საერთაშორისო დონის შეჯიბრება, სადაც ის ერთადერთი ქართველი მონაწილე იქნება, მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალგაზრდა მრბოლელის 2026 წლის სარბოლო სეზონის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსია“. პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Raw Production-თან თანამშრომლობით, მათე კობახიძის შესახებ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს იმ ემოციას, ენერგიასა და ხასიათს, რაც ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენის მონაწილეობას უკავშირდება. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვა მარკეტინგული აქტივობებიც.

მათე კობახიძის სპორტული გზა 2019 წელს დაიწყო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც 9 წლის ასაკში კარტინგით ივარჯიშა. 2020 წელს, 10 წლის ასაკში, ის უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო წლებში ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ წარმატებების შედეგად, მათე ფორმულა 4-ის ტესტებზე მიიწვიეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. სარბოლო სეზონის ოფიციალური სტარტი 18-19 აპრილს დონინგტონის ტრასაზეა დაგეგმილი, სადაც მათეს დებიუტი შედგება.

მათე კობახიძე, მრბოლელი: „პირველ სტარტამდე დარჩენილია თითქმის 2 თვე, მოსამზადებელი პერიოდი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ძალიან დატვირთული და ინტენსიური ვარჯიშებია, არცერთი დღე არ არის დაუგეგმავი. ამ პროცესში „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიის, რომელსაც სჯერა დაუჯერებელი ამბების და მწვერვალების დაპყრობის. ჩემპიონობის უკან დისციპლინა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული დგას. სადაც ახლა ვართ, ეს ბევრისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ აქამდე მოვედით ბევრი შრომითა და თავდადებით“.

მათეს ავტოსპორტისადმი სიყვარული ოჯახური ტრადიციიდან მოდის - მისი მამა და ბაბუა ყოფილი მრბოლელები არიან. სამომავლოდ ახალგაზრდა სპორტსმენს ავტოინჟინერიის შესწავლა სურს და საკუთარი სპორტული ავტომობილის შექმნაზე ოცნებობს, ხოლო საბოლოო მიზანი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობაა.

„გამარჯვებისთვის აუცილებელია შრომა, ძალიან ბევრი შრომა. რბოლის წინ ბევრი სპორტსმენი ნერვიულობს. მე უმეტესად არ ვნერვიულობ ხოლმე, თუმცა, თუ ცოტათი მაინც ავღელდები, წარმოსახვაში ჩემს უმცროს ძმას ვეხუტები და როცა მასზე ვფიქრობ, მომენტალურად მეუფლება სიმშვიდე. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლა იყო, რადგან პროფესიონალური სპორტი უამრავ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კარგად ვსწავლობ, საუკეთესო შეფასებები მაქვს. მიყვარს ტექნიკური საგნები და ზუსტი მეცნიერებები. მაქვს არაერთი ჰობიც“, - აღნიშნავს მათე.

ბრიტანულ ფორმულა 4-ის სერიებში ასპარეზობა მაღალ კონკურენციასა და პროფესიონალთა გარემოში რბოლას გულისხმობს. ეს არის საერთაშორისო დონის ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდა მრბოლელები მონაწილეობენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მათესთვის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ახალგაზრდების მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ინვესტიცია ახალგაზრდებში არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ამ ინდუსტრიის განვითარებასა და ავტოსპორტის მხარდაჭერას. მათე უკვე აჩვენებს მაღალ პროფესიულ დისციპლინას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი პროგრესი ადასტურებს, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებისთვის რეალური პოტენციალი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათეს ჰქონდეს სტაბილური გარემო საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის.

ამ პარტნიორობას განვიხილავთ, როგორც გრძელვადიან პროცესს, სადაც „თეგეტა მოტორსი“ არა მხოლოდ მხარდამჭერია, არამედ თანამგზავრი მის სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. გვსურს, რომ ახალ თაობას უფრო მეტი სტიმული და შესაძლებლობა მივცეთ, რათა გამარჯვებისკენ სვლა უფრო თავდაჯერებულად განაგრძონ. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა ქმნის პრეცედენტს, რომ კერძო სექტორს შეუძლია, რეალური წვლილი შეიტანოს სპორტის განვითარებაში“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, სამომავლოდ მსგავსი ინიციატივების განხორციელებასა და მათესთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს - თანამშრომლობის, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებას, აფასებს ახალგაზრდების ნიჭს და მათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით სტიმულს აძლევს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ:  „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა