მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა

news image
mbc image

„მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა“ - „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამჯერად პრესტიჟული კონკურსის, Customer Centricity World Series Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება, რომელიც დუბაიში გაიმართა, მსოფლიოს წამყვან კომპანიებს აერთიანებს; იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიმართულებით ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკას ნერგავენ. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონკურს Customer Centricity World Series 2025-ზე „თეგეტა მოტორსის“ წარმატების საფუძველი გახდა პროექტი Customer-centered Central Branch - ინიციატივა, რომელმაც კომპანიის ცენტრალური ფილიალი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ფლაგმანად აქცია. პროექტის მიზანი იყო სერვისის თითოეული ეტაპის გამარტივება და პერსონალიზება, ისე რომ პროცესი უფრო სწრაფი და გამჭვირვალე გამხდარიყო. ტრანსფორმაცია მოიცავდა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე კულტურულ ცვლილებებს: განახლდა მომხმარებელთა ზონები, ასევე დაინერგა თანამედროვე CRM სისტემა და შევიდა ცვლილებები საოპერაციო პროცესებში.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „თეგეტა მოტორსისთვის“ აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ საერთაშორისო აღიარება არ არის. ეს შინაგანი კულტურის ნათელი გამოვლინებაა. მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველდღიური პრაქტიკაა.

კიდევ უფრო საამაყო კი ის არის, რომ ეს ჯილდო ცენტრალური ფილიალისთვის მივიღეთ. ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ „თეგეტა მოტორსის“ ეს გამორჩეული ფილიალი მეტად განვავითაროთ და მომხმარებელთა ყველა საჭიროება გავითვალისწინოთ. ეს ჯილდო კი კიდევ უფრო მეტი სტიმულია, რათა განვითარების ეს გზა უწყვეტად გავაგრძელოთ“.

Customer Centricity World Series 2025-ის კონკურსის ორგანიზატორი ARCET Global იყო, პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც მომხმარებელზე ზრუნვა ბიზნესის მთავარ ფილოსოფიად აქციეს.

წელს კონკურსში 32 ქვეყნის 92 კომპანიიდან 211 განაცხადი შევიდა, ხოლო გამარჯვებულები 150-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით გამოვლინდნენ. „თეგეტა მოტორსი“ ევროპას ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად წარმოადგენდა, როგორებიცაა: Schneider Electric, Saudia, Caja Arequipa და Showdown Displays. 

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც „თეგეტა მოტორსში“ ვიღებთ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ - გავამარტივოთ მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება, უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და შევქმნათ ბრენდის მიმართ ნდობის ძლიერი საფუძველი. მომხმარებელზე ზრუნვას ვიწყებთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის „თეგეტა მოტორსში“ შემოვა და ფილიალის დატოვების შემდეგაც ვაგრძელებთ.

ცენტრალური ფილიალის ტრანსფორმაცია, ახალი პროცესები, CRM სისტემა და მუდმივი უკუკავშირის ჩარჩო აყალიბებს ერთიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელზე ზრუნვა იყოს რეალური, პრაქტიკული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. გვახარებს, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება ჩვენს მიდგომებს აღიარებს“.

Customer Centricity World Series 2025 დუბაიში წელს მეექვსედ გაიმართა და მსოფლიოს მასშტაბით ის კომპანიები გამოარჩია, რომელთაც, დარგის ექსპერტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნაში.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა