მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსი“ კამპანიის „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტომიმართულებით არაერთ სპორტსმენსა და ენთუზიასტს უჭერს მხარს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პროფესიონალურ შეჯიბრებებს, ისე ინდივიდუალურ ტურებსა და საქველმოქმედო აქტივობებს. კომპანიის მიზანია, საზოგადოებას ამ გზითაც შეახსენოს, რომ უსაფრთხოდ მეტის გავლა მხოლოდ გამართული ტრანსპორტით არის შესაძლებელი. სწორედ აღნიშნული იდეის ირგვლივ ერთიანდება მხარდაჭერილი სპორტული და სათავგადასავლო ტურები, რომელთა განმავლობაშიც მოტოებისა და ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე „თეგეტა მოტორსი“ თავის პარტნიორ ფრანგულ ბრენდ Motul-თან ერთად ზრუნავს.

ავტომიმართულებით „თეგეტა მოტორსი“ და Motul წელს წრიულ რბოლაში გიორგი ბეჟიტაშვილის მხარდამჭერები არიან, რომელსაც სხვადასხვა რბოლაზე საპრიზო ადგილი არაერთხელ აქვს მოპოვებული. სეზონის პირველი ეტაპი სპორტსმენმა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას „თეგეტა მოტორსთან“ ერთად განაგრძობს. „გაიარე მეტის“ ფარგლებში კომპანია მხარს უჭერს ბელა ბურძენიძის ევროტურსაც. ბელა მოყვარული ავტომრბოლელი და ოფროუდერია, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით, ტურის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შემოივლის. ინიციატივა, უსაფრთხო მოგზაურობის იდეასთან ერთად, ქალების მხარდაჭერის მიმართულებასაც აერთიანებს.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „წელს გადავწყვიტეთ, რომ „გაიარე მეტის“ ფარგლებში სპორტისა და ინდივიდუალური ტურების მიმართულებით სხვადასხვა პროექტისთვის დაგვეჭირა მხარი. მათ შორის ავტოსპორტში ვასპონსორებთ გიორგი ბეჟიტაშვილს, რომელმაც წრიული რბოლის პირველი ეტაპი საპრიზო ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მის გვერდით სეზონის ყველა ეტაპზე ვიქნებით.

ამასთან ერთად, მხარს ვუჭერთ ბელა ბურძენიძის ევროტურსაც. კამპანიის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მუდმივად ახალ გზებსა და გამოცდილებებს ეძებენ. „გაიარე მეტიც“ ხომ ამ იდეას აერთიანებს - მეტი იმოგზაურო უსაფრთხოდ და ამისთვის ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე იზრუნო. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობის საშუალებით ვცდილობთ, ავტომობილის მოვლის კულტურა ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ“.

„თეგეტა მოტორსი“ და Motul პროექტებს მხარს მოტომიმართულებითაც უჭერენ და წრიულ რბოლაში გიორგი მიხანაშვილის სპონსორები არიან, რომელიც ერთ-ერთი გამოცდილი და წარმატებული ქართველი რაიდერია. გარდა ამისა, ისინი პროფესიონალი მოტომრბოლელის, ლადო გუდაძის მსოფლიო ტურების მხარდამჭერებიც არიან. ლადო „პიტსტოპ აკადემიის“ დამფუძნებელი და მოტოსამყაროში ერთ-ერთი ცნობილი ენთუზიასტია. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურებში მასთან ერთად „თეგეტა მოტორსიც“ იმოგზაურებს.

„გაიარე მეტის“ ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო Moto მარათონიც, რომლის ორგანიზატორიცაა მოტოკლუბი Black Bells. ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც „თეგეტა მოტორსთან“ ერთად Motul-იც უერთდება, მონაწილეები ოთხი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300 000 კილომეტრის გავლას შეეცდებიან. მიღწეული შედეგის შემთხვევაში, სიმბოლური თანხა ბავშვთა სახლს გადაეცემა. ამასთანავე, სხვადასხვა კილომეტრაჟის კატეგორიაში გამარჯვებულები ინდივიდუალურ სიმბოლურ პრიზებსაც მიიღებენ.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „მოტომიმართულებით გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა იმ ადამიანებისა და პროექტებისთვის, რომლებიც მოგზაურობასა და ახალი გზების აღმოჩენას უკავშირდება. ამ მიზნით ვასპონსორებთ გიორგი მიხანაშვილს წრიულ რბოლაში, რომელიც წლებია, წარმატებით ასპარეზობს მოტორბოლებში და არაერთი საპრიზო ადგილი აქვს მოპოვებული. ასევე, „გაიარე მეტის“ ფარგლებში ვუჭერთ მხარს ლადო გუდაძეს, რომელიც მოტოტურებს გეგმავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ლადო ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და გვინდოდა, მისი პროექტის ნაწილი „თეგეტა მოტორსიც“ გამხდარიყო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია Moto მარათონიც, რომელსაც საქველმოქმედო დატვირთვა აქვს. მონაწილეები ოთხი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300 000 კილომეტრის გავლას შეეცდებიან და თუ ეს მაჩვენებელი შესრულდება, ბავშვთა სახლს სიმბოლური თანხა გადაეცემა. გვინდა, თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს განცდა, რომ კეთილ საქმეშიც შეაქვს წვლილი. დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში, ვფიქრობთ, „გაიარე მეტის“ ფარგლებში ეს აქტივობა მომავალშიც გავაგრძელოთ და მიზნად მეტი და მეტი კილომეტრის გავლა დავისახოთ“.

 

უკვე 30 წელზე მეტია, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს და ამ მიზნით მათ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციასა და სერვისებს სთავაზობს, რომელთა შორის Motul-ს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ფრანგული ბრენდი, რომელიც საავტომობილო და მოტოტექნიკური ზეთების მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, პროფესიონალური ავტო და მოტოსპორტის მხარდაჭერაშიც აქტიურად არის ჩართული. „გაიარე მეტი“ კომპანიების თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც ისინი ავტომობილისა თუ მოტოტექნიკის გამართულობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ერთად სპორტულ, სათავგადასავლო თუ საქველმოქმედო ინიციატივებს უჭერენ მხარს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ფრუტერა“ წარმოების ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

05.06.2026.18:00

„ფრუტერა“, რომელიც 2021 წელს დაარსებული ქართული საოჯახო ბიზნესია, პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებსა და განახლებულ შეფუთვებს სთავაზობს. კომპანიამ ბაზარზე მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი zip ტიპის შეფუთვები წარადგინა, ასორტიმენტს კი პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში და პომიდვრის პესტო დაამატა. მზარდი მოთხოვნის, სუპერმარკეტებთან თანამშრომლობის გეგმებისა და წარმოების განვითარების შესახებ Business Insider Georgia-ს „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი ესაუბრა.

„გამოვუშვით ახალი zip ტიპის შეფუთვები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტი გახსნის შემდეგაც კომფორტულად შეინახოს ისე, რომ ჩირი არ გამოშრეს. ჯამში წარმოდგენილია 8 სახის შეფუთვა, მათ შორის 240 გრამიანი და 100 გრამიანი ვარიანტები.

ასორტიმენტს ასევე დაემატა პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში, რომელიც 100 გრამიან შეფუთვაში იქნება ხელმისაწვდომი და პომიდვრის პესტო. პროდუქცია უკვე იყიდება ერთ-ერთ მცირე მაღაზიაში და საკმაოდ მოთხოვნადია, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის ნედლეულითა და გემოვნური თვისებებით “, - აცხადებს დავით გელუტაშვილი.

კომპანიის პროდუქციას შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქლიავის ჩირზე ფიქსირდება.

„ყველაზე დიდი რაოდენობით ქლიავის ჩირი იყიდება. მიუხედავად შარშანდელი რთული სეზონისა და ნედლეულის მაღალი ფასისა, ქლიავის ჩირი კვლავ რჩება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად, რასაც მოსდევს ვაშლის ჩირი. ზოგადად, სხვა პროდუქტებზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. გასულ წელს ასორტიმენტს დაემატა ლეღვის ჩირი, ლეღვის ტყლაპი და ნატურალური წვენები. მთლიანობაში, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რაც, ჩვენი შეფასებით, განპირობებულია ბრენდის ცნობადობის ზრდითა და პროდუქციის დაგემოვნების შემდეგ მომხმარებელთა ლოიალობით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია სამომავლოდ პროდუქციის განთავსებას სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქციის განთავსებას რამდენიმე სუპერმარკეტში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ ვგეგმავთ ფართო ქსელში შესვლას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სუპერმარკეტები პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე იყვნენ ორიენტირებულნი.

წარმოების ზრდის კუთხით ვგეგმავთ არსებული ასორტიმენტის განვითარებას. ქლიავის ჩირის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 30%-ით, ხოლო სხვა პროდუქტებზე ზრდა 5-10%-ის ფარგლებში იქნება, რაც დამოკიდებულია ნედლეულის ფასებზე. მიმდინარე პროგნოზით, ქლიავის ნედლეულის ფასი შარშანდელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება, რაც დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩვენი ფოკუსი საქართველოს ბაზარზე რჩება - ვგეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც განვიხილავთ“ , - აღნიშნავს დავით გელუტაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ფრუტერას“ საწარმო სრულად შეესაბამება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ჰიგიენურ მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა