მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

news image
mbc image

ზრუნვა უკვე წლებია, „თეგეტა მოტორსმა“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცია. Back to Tegeta - ამ მიმდინარე ინიციატივით შეუერთდა ამჯერად კომპანია ზრუნვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 29 ოქტომბერს აღინიშნა. ზრუნვა იწყება ქმედებით, მათ შორის საკუთარ ავტომობილზე, რომელიც მძღოლის, მგზავრისა თუ ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. Back to Tegeta სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

ზრუნვის დღის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მისულ მომხმარებლებს თემატური, სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ ინფორმაციას ზრუნვის დღის მნიშვნელობის შესახებ, რათა მათთვის თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ გარდაიქმნება ზრუნვა „თეგეტაში“ პრაქტიკულ ქმედებად. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ენერგია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას, ადამიანურ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას აერთიანებს. ზრუნვა იწყება ერთი უბრალო, თუმცა მნიშვნელოვანი ქმედებით - სხვისთვის გზის დათმობით, ავტომობილზე ზრუნვით ან განათლების მხარდაჭერით, თითოეული ასეთი ნაბიჯი კი სამყაროს უკეთესად აქცევს.

„თეგეტა მოტორსში“ გვჯერა, რომ ზრუნვისკენ მომართული საზოგადოებისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს მრავალწლიანი პროცესი ჩვენი გზის უწყვეტ ენერგიად იქცა - სტიმულად ცვლილებებისკენ, პასუხისმგებლობისა და პროგრესისკენ“.

„თეგეტა მოტორსში“ ზრუნვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოხატულება ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვაა. Back to Tegeta - კომპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ავტომობილის შემოწმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დეტალები გაცვეთილია ან ტექნიკური ხარვეზი შეინიშნება, არამედ პრევენციის მიზნით, გაუმართაობისა და რისკების თავიდან აცილებისთვის. 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ზრუნვა ავტომობილზე არ მოიაზრებს მხოლოდ პერიოდულ შემოწმებას, ის ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აქცევს უსაფრთხო გადაადგილებას.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Back to Tegeta  ზრუნვის დღესთან დაგვეკავშირებინა, რათა მომხმარებელმა გაითავისოს, რომ ავტომობილის დროული შემოწმება არა მხოლოდ ტექნიკური მოვლაა, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება როგორც მძღოლის, ისე მისი ოჯახისა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას“.

ინიციატივას მხარს უჭერს Bridgestone - „თეგეტა მოტორსის“ მრავალწლიანი პარტნიორი. საბურავების წამყვანი ბრენდისთვის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა. ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care სწორედ ამ ღირებულების საფუძველზე შეიქმნა. Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც  სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია ზრუნვის დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პლატფორმის საშუალებით მარტივად შეუძლიათ, გახდნენ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა