„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
რა იცით ყველაზე უჩვეულო თილისმის შესახებ? მაგალითად, თუ გსმენიათ რაიმე კარგი მოჭიდების, მოკლე სამუხრუჭე მანძილისა და მართვის კონტროლის თილისმად გამოყენების შესახებ, რომელიც არც სადმე დაგრჩება და არც დაგეკარგება. „თეგეტა მოტორსის“ 30-წლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ პრაქტიკაში ასეთი „დაცვა“ ბევრად უფრო საიმედოდ მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი ცრურწმენა. მით უმეტეს, როცა საქმე გზასა და ხარისხიან საბურავს ეხება. იუმორი იქით იყოს და ეს მნიშვნელოვანი თემა „თეგეტა მოტორსმა“ და კრეატიულმა სააგენტო Joy Boy-მ შთამბეჭდავ კამპანიად აქციეს და ცრურწმენისა და უიღბლობის იდეაც თავდაყირა დააყენეს. გამხსნელი ვიდეოს მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, შავი კატაა, რომელიც უმუშევრად დარჩა.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „იუმორით გაჯერებული, სახალისო კამპანიის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი დგას. წლებია, „თეგეტა მოტორსი“ საგზაო უსაფრთხოების განვითარებაზე ზრუნავს და კარგად გვესმის, რამდენად დიდი როლი აქვს ხარისხიან საბურავს ყოველდღიური მგზავრობისას. რაც ასევე აღსანიშნავია, ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, არამედ მომხმარებელს კონკრეტულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ - იქნება ეს საავტომობილო პროდუქტების ფართო არჩევანი თუ სერვისი.
Joy Boy-სთან ერთად შექმნილი ახალი კამპანიის მთავარი მესიჯიც სწორედ აქ იკვრება: როცა გზაზე ყველაფერი წესრიგშია, ცრურწმენა და „უიღბლობა“ ვერაფერს დაგაკლებს. სიმშვიდეს საჭესთან არა გამართლება, არამედ წინასწარ გაკეთებული სწორი არჩევანი განსაზღვრავს“.
როდესაც საქმე ხარისხიან საბურავს ეხება, არჩევანი ერთია და უსაფრთხოების კონტექსტში მისი დანიშნულებაც ნათელია. თუმცა ამ აშკარა მოცემულობას ხშირად მომხმარებელთა ქცევა ლოგიკურად არ მიჰყვება. ასეთ ადამიანურ წინააღმდეგობას კამპანიის ავტორებმა სრულიად არატრადიციული მიდგომა დაუპირისპირეს. პერსპექტივა შეცვალეს და ჭკუის სწავლებისა და კმაყოფილი მომხმარებლის სტანდარტული ისტორიების ნაცვლად, გმირად საბურავების მთავარი მტერი, თავის თავზე შეყვარებული, თავნება შავი კატა, სახელად „მაწაკო“, აქციეს.
გიორგი კვიტაიშვილი, კრეატიული სააგენტო Joy Boy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „ამ თემაზე საუბრის ახლებურ გზებზე ფიქრში ავირჩიეთ სტრატეგია: მაჩვენე, ვინ არის შენი მტერი და გეტყვი, ვინა ხარ შენ. ასე მივადექით „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ჭეშმარიტად ღირსეულ მეტოქეს, ქარიზმატულ ანტაგონისტს, შავ კატას, რომელიც იძულებით პენსიაზე გავიყვანეთ, რადგან „თეგეტა მოტორსის“ საბურავებზე გავლენა არ აქვს და მისი თარსვაც ძალადაკარგულია. საგზაო უსაფრთხოება სენსიტიური თემაა, რომელზედაც ზედმეტად მძიმედ საუბარმა შესაძლოა, ადამიანებს ემოციური დისტანციისკენ უბიძგოს, მისი მნიშვნელობის დაკნინება კი დაუშვებელია. იუმორი აღმოჩნდა ის იდეალური ხერხი, რომელიც ამ დილემის დაძლევაში დაგვეხმარა და საშუალება მოგვცა, თამაშ-თამაშით შეგვეხსენებინა მძღოლებისთვის, რომ ხარისხიანი საბურავი გზაზე უკეთეს მოჭიდებას, კონტროლს, უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ნიშნავს“.
კრეატიული კამპანია, ბუნებრივია, მხოლოდ ვიდეორგოლით არ შემოიფარგლება და სხვადასხვა აქტივობასა და აქციას მოიცავს. მით უმეტეს, რომ „თეგეტა მოტორსში“ საავტომობილო პროდუქტების, მათ შორის საბურავების, ფართო სეგმენტია წარმოდგენილი. პრემიუმ თუ ბიუჯეტურ ბრენდებს მაღალი ხარისხი აერთიანებთ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილება კომპრომისის გარეშე მიიღოს. როცა არჩევანი მრავალფეროვანია, უსაფრთხოება კი - გარანტირებული, ცრურწმენების ადგილი აღარ რჩება და კარგი საბურავით შენს ბედსაც შენს გემოზე ატრიალებ.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
სხვა სიახლეები
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
27.11.2026.18:52