მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

„თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

news image
mbc image

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის, Georgian Kart Masters-ის, III ეტაპი დასრულდა. ჩემპიონატი ახალგაზრდა მრბოლელებს პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. რბოლის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო, საცხებ-საპოხი მასალების ფრანგულ ბრენდ MOTUL-თან ერთად, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ „თეგეტა მოტორსია“. ახალგაზრდების სპორტული განვითარებისა და ქვეყანაში ავტოსპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა კომპანიის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომლის განხორციელებაშიც მისი პარტნიორი ბრენდებიც აქტიურად მონაწილეობენ.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ ავტოსპორტი ბუნებრივად დაკავშირებული სფეროა - ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ავტომობილებთან, მათ ტექნიკურ გამართულობასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობის შექმნას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი მხოლოდ ბიზნესის ფარგლებში არ დარჩეს და ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ.

Georgian Kart Masters-ის პარტნიორობის მთავარი მოტივაციაც სწორედ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა იყო. მიგვაჩნია, რომ სპორტული განვითარება ადრეული ასაკიდანვე საჭიროებს პრაქტიკულ გამოცდილებას, შესაბამის გარემოსა და მხარდაჭერას. როცა ახალგაზრდა მრბოლელს აქვს შესაძლებლობა, იასპარეზოს, შეიძინოს გამოცდილება და საკუთარი თავი კონკურენტულ გარემოში გამოცადოს, ეს მომავალში უკვე პროფესიული განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს“.

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატი ხუთი ეტაპისგან შედგება. 23 აგვისტოს გამართულ მესამე ეტაპზე ერთმანეთს Mini და Senior კატეგორიის მონაწილეები შეეჯიბრნენ. Mini კატეგორია 8-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, Senior-ში კი 13 წლისა და უფროსი ასაკის მრბოლელები მონაწილეობენ.

ღონისძიების მონაწილეები საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის ნოემბრამდე იბრძოლებენ. გამარჯვებული სეზონის ბოლოს დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება და მთავარ პრიზად ახალ კარტინგს მიიღებს. თუმცა Georgian Kart Masters-ის მნიშვნელობა მხოლოდ ადგილობრივ ჩემპიონატში გამარჯვებით არ შემოიფარგლება - მომდევნო წელს გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, გერმანიის Deutsche Kart-Meisterschaft (DKM) ჩემპიონატზე იასპარეზოს და განვითარება საერთაშორისო დონეზე განაგრძოს.

Georgian Kart Masters-ის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსის“ მიმდინარე კამპანიის - „გაიარე მეტი“ იდეასაც ეხმიანება. კამპანიის მთავარი გზავნილი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებას არ უკავშირდება, ის ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის, უფრო დიდი მიზნების დასახვისა და მათკენ ნაბიჯების თამამად გადადგმისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდა მრბოლელებისთვის კი თითოეული ეტაპი სწორედ ასეთი ნაბიჯია: ახალი გამოცდილება, ახალი გამოწვევა და საკუთარი შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ვარჯიში, შეჯიბრებაში მონაწილეობა და ყოველ ეტაპზე უკეთესი შედეგისთვის ბრძოლა ის პროცესია, რომლის მეშვეობითაც სპორტსმენი როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად ვითარდება.

ჩემპიონატში ახალგაზრდა მრბოლელებისთვის, განვითარების შესაძლებლობის შექმნასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური გარემოს უზრუნველყოფაც, რომელშიც ისინი ასპარეზობენ. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე „თეგეტა მოტორსის“ მხრიდან MOTUL-ის ბრენდიც იყო წარმოდგენილი. ავტოსპორტთან მჭიდროდ დაკავშირებული MOTUL-ის მონაწილეობა ჩემპიონატში მხოლოდ ბრენდის წარმოჩენას არ გულისხმობს - მისი პროდუქტი უშუალოდ გამოიყენება ღონისძიებაში მონაწილე კარტინგების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად და ახალგაზრდა მრბოლელებს ეხმარება, მთლიანად რბოლაზე კონცენტრირდნენ.

Georgian Kart Masters-ის მესამე ეტაპით ჩემპიონატის მონაწილეებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. წლის ბოლომდე მათ კიდევ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი შედეგები გააუმჯობესონ და საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლონ. „თეგეტა მოტორსი“ კი, MOTUL-თან ერთად, ახალბედა მრბოლელების გვერდით მთელი ტურნირის განმავლობაში იქნება და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც საკუთარ ინტერესებს განავითარებენ, კონკურენტულ გარემოში გამოცდილებას მიიღებენ და დასახული მიზნებისკენ სვლას ადრეული ასაკიდანვე დაიწყებენ.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა