მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა

news image
mbc image

ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ისეთი სპეციალიზებული მომსახურების საჭიროებაც, რომელიც შესაბამის ტექნიკურ ცოდნას, თანამედროვე აღჭურვილობასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ამ საჭიროების საპასუხოდ „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, დ. აღმაშენებლის ხეივანი 129-ში, ელექტრომობილების სერვისცენტრი მოეწყო, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ელექტრომობილების კომპლექსური დიაგნოსტიკის, მაღალი ძაბვის სისტემების შემოწმებისა და აღდგენითი სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ. მომსახურება ვრცელდება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე.

სივრცე თანამედროვე, სპეციალიზებული დანადგარებით არის აღჭურვილი, ხოლო მომსახურებას საერთაშორისო პარტნიორებთან გადამზადებული ტექნიკური სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცესა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებზე. ახალი სივრცის მიზანია, ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებას, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აერთიანებს. სერვისცენტრში მომსახურების პროცესს ჩვენი სპეციალისტები უძღვებიან, რომლებსაც ელექტრომობილების დიაგნოსტიკისა და მაღალი ძაბვის სისტემების სერვისის მიმართულებით პროფესიული გადამზადება საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ გავლილი.

ამასთანავე, მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების შესაძლებლობების განვითარებასა და გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ვგეგმავთ დამატებით ტრენინგებს და ამ მიმართულებით პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა მუდმივად განვაახლოთ და ახალი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად განვავითაროთ. ეს მომხმარებელს ელექტრომობილის მოვლასა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას გაუმარტივებს“.

ახალ სერვისცენტრში ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მომსახურებაა შესაძლებელი. სერვისი მოიცავს ავტომობილის კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და ელექტროსისტემების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ელექტროძრავისა და მაღალი ძაბვის სისტემის სხვა კომპონენტების შემოწმებასა და აღდგენას. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს სათადარიგო ნაწილების მოძიებასა და შეკვეთაშიც ეხმარებიან.

ნიკა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი: „ჩვენი სერვისცენტრი ელექტრომობილების პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს და თითოეულ მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს მაღალი ძაბვის სისტემების დიაგნოსტიკასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ავტომობილის მართვის მოდულების პროგრამირებას შესაბამისი ბრენდებისა და სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით.

თითოეულ ავტომობილს ინდივიდუალურად ვუდგებით. სამუშაოების დაწყებამდე ვატარებთ დიაგნოსტიკას და ვაფასებთ მის ტექნიკურ მდგომარეობას, რის საფუძველზეც ვარჩევთ შესაბამის მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, ვასრულებთ მაღალი ძაბვის ელემენტის რემონტს, რაც მოიცავს ცალკეული მოდულების შეცვლას, ბალანსირებასა და შესაბამის დამატებით ტექნიკურ პროცედურებს. დაზიანების ხასიათისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელს ვთავაზობთ მიზანშეწონილ და ეკონომიკურად გამართლებულ გადაწყვეტებს.

მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად სერვისცენტრი სპეციალურად მოწყობილ და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილ სივრცეში ფუნქციონირებს. სამუშაო გარემოს მოწყობისას გათვალისწინებულია მაღალი ძაბვის სისტემებზე მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები და უსაფრთხოების სტანდარტები.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ პროფესიონალური მომსახურება, ზუსტ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტები და მათი ავტომობილების საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური სერვისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის ნდობა და მომსახურების ხარისხი, რომელიც პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ეფუძნება“.

ელექტრომობილების მომსახურების მიმართულების განვითარება „თეგეტა მოტორსის“ გრძელვადიანი გეგმების ნაწილია. კომპანია ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისის სხვა ფილიალებში გაფართოებასაც გეგმავს, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მომსახურება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. სერვისების განვითარება და სპეციალისტების პროფესიული ზრდა კომპანიის მიზანს ემსახურება - მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისა და ტექნიკური გამართულობისთვის საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდისგან შესთავაზოს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ინვენტერი“ - როგორ ეხმარება სპეციალიზებული ინვენტარიზაცია ქართულ ბიზნესს დანაკარგების კონტროლსა და ეფექტიან მართვაში

22.10.2026.18:00

აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზუსტი აღრიცხვა ბიზნესის ფინანსური გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიმართულებით ქართული საკონსულტაციო კომპანია „ინვენტერი“ ორგანიზაციებს ინვენტარიზაციის, აქტივების მართვის, საწყობის მენეჯმენტისა და ქონების შეფასების მომსახურებებს სთავაზობს. როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რა უპირატესობები აქვს მის მომსახურებებს და რა მიმართულებით გეგმავს განვითარებას - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „ინვენტერის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ გურგენიძე ესაუბრა.

აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზუსტი აღრიცხვა ბიზნესის ფინანსური გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ქართული საკონსულტაციო კომპანია „ინვენტერი“, რომელიც ორგანიზაციებს ინვენტარიზაციის, აქტივების მართვისა და საკონსულტაციო მომსახურების მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს.

სპეციალიზებული მომსახურება ბიზნესის საჭიროებებისთვის

„ინვენტერი“ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით ხუთი წელია ოპერირებს. კომპანია ბიზნესს სთავაზობს პროფესიულ ინვენტარიზაციის მომსახურებას რომელიც მოიცავს ორგანიზაციის აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფიზიკურ აღრიცხვას, ფაქტობრივი მონაცემების საბუღალტრო ნაშთებთან შედარებას, დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენას და შესაბამისი ანგარიშგების მომზადებას.

კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია რომელიც ითვალისწინებს აქტივების ინდივიდუალურ იდენტიფიკაციას, შტრიხკოდირებას, ფოტოფიქსაციასა და ელექტრონული რეესტრის ფორმირებას. აღნიშნული პროცესი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული აქტივების მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

„ჩვენი მიზანი მხოლოდ აქტივების დათვლა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ მიიღოს ზუსტი და სტრუქტურირებული ინფორმაცია საკუთარი ქონებისა და მარაგების შესახებ, რაც მას უკეთესი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - აცხადებს ნიკოლოზ გურგენიძე.

თანამშრომლობა სხვადასხვა ბიზნესსექტორთან

„ინვენტერი“ თანამშრომლობს საცალო და საბითუმო ვაჭრობის, დისტრიბუციის, წარმოების, ლოგისტიკის, მომსახურებისა და სხვა სექტორებში მოქმედ ორგანიზაციებთან.

პროექტების სპეციფიკა განსხვავებულია. ზოგ შემთხვევაში საჭიროა დიდი მოცულობის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფიზიკური დათვლა, ხოლო სხვა შემთხვევებში - აქტივების სრული რეესტრის შექმნა, საწყობების მოწესრიგება და აღრიცხვის პროცესების გაუმჯობესება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარაგების მართვას რადგან მარაგების მოცულობის ზრდასთან ერთად რთულდება მათი მოძრაობის კონტროლი, ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა და შესაძლო დანაკარგების დროული გამოვლენა.

სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული საწყობის მენეჯმენტი რომელიც გულისხმობს სასაწყობე პროცესების ორგანიზებას, პროდუქციის განთავსების სისტემატიზაციასა და მარაგების მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესებას.

რა განასხვავებს „ინვენტერს“?

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სპეციალიზაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო მეთოდოლოგიაა.

„ინვენტერის“ გუნდის პროფესიული გამოცდილება 12 წელს მოიცავს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებს ეფექტიანად მოერგოს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამუშაო პროცესის წინასწარ დაგეგმვაზე, მონაცემების სიზუსტეზე, ანგარიშგების ხარისხსა და დამკვეთის საოპერაციო საქმიანობის მინიმალურ შეფერხებაზე.

კომპანიის მომსახურებებს შორისაა ტესტური (შერჩევითი) ინვენტარიზაციაც, რომელიც ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, პერიოდულად გადაამოწმონ მარაგების ფაქტობრივი მდგომარეობა, შეადარონ მონაცემები სააღრიცხვო ნაშთებს და დროულად გამოავლინონ შესაძლო შეუსაბამობები სრული ინვენტარიზაციის ჩატარების გარეშე.

აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და დანაკარგების რისკების შემცირებას.

ინვენტარიზაცია, როგორც მართვის ინსტრუმენტი

„ინვენტერში“ მიიჩნევენ, რომ ინვენტარიზაცია არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ წლიური აღრიცხვის ან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის აუცილებელ პროცედურად.

სწორად დაგეგმილი და რეგულარული ინვენტარიზაცია ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, დროულად გამოავლინონ ფაქტობრივ და სააღრიცხვო მონაცემებს შორის შეუსაბამობები, გააუმჯობესონ მარაგების კონტროლი და გაზარდონ ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა

კომპანიებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საწყობის მართვის სრულყოფილი შიდა რესურსი, „ინვენტერი“ ასევე სთავაზობს მომსახურებას - საწყობის მენეჯერი აუთსორსზე ეს მოდელი ბიზნესს საშუალებას აძლევს, საწყობის მართვისა და კონტროლის პროცესებში გამოიყენოს გარე პროფესიული მხარდაჭერა, დამატებითი მუდმივი ადმინისტრაციული რესურსის შექმნის გარეშე.

ინვენტარიზაციისა და მარაგების მართვის პარალელურად, კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქონების შეფასება რომელიც მოიცავს უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრას საერთაშორისო შეფასების სტანდარტების (IVS) შესაბამისად.

ამგვარად, „ინვენტერის“ მომსახურებები არ შემოიფარგლება მხოლოდ აქტივებისა და მარაგების ფიზიკური აღრიცხვით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს მონაცემების სიზუსტეს, შიდა კონტროლის გაუმჯობესებასა და მართვის პროცესების ოპტიმიზაციას.

სამომავლო გეგმები და განვითარება

„ინვენტერის“ განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომსახურების მასშტაბის ზრდა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება და ბიზნესპარტნიორული ქსელის გაფართოება.

კომპანია გეგმავს ინვენტარიზაციის პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების უფრო ფართოდ გამოყენებას, მომსახურების სტანდარტების განვითარებასა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობის მოდელების შეთავაზებას.

სამომავლო სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ინვენტარიზაციის, მარაგებისა და საწყობის მართვის მიმართულებით კომპლექსური მომსახურებების განვითარებას, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აქტივებისა და მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროება ერთიანი პროფესიული მომსახურების ფარგლებში მიიღონ.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ინვენტარიზაცია აღიქმებოდეს არა მხოლოდ ფორმალურ ვალდებულებად, არამედ ბიზნესის ეფექტიანი მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული ჩვენი კომპანიის განვითარება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე - www.inventer.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა