მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.

მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე - დავით სონღულაშვილი

21.09.2026.12:55

ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული მეღვინეობის შემდგომი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირება.

„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ღვინის მოხმარება და მომხმარებლის დამოკიდებულება იცვლება, ხოლო საერთაშორისო ბაზრები მუდმივად გარდაიქმნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რომ ქართული პროდუქცია აუცილებლად იყოს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ზუსტად ამას ემსახურება თითოეული ის რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, წლევანდელი რთველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ მევენახეების წახალისებაა, რომლებიც ვენახს სათანადოდ უვლიან, ვაზს ზომიერად ტვირთავენ და მაღალი შაქრიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ყურძენს აწარმოებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაზი ისე დავტვირთოთ და ისე მოვუაროთ, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოგვცეს. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვისაც, რადგან ხარისხიანი ყურძნის წარმოებამ, საბოლოო ჯამში, მას მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებამ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა