მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობას მოაწერა ხელი

news image
mbc image
  • Bandag-ის ქარხანა ქალაქ რუსთავში აშენდება და ინვესტიციის მოცულობა 2 000 000 ამერიკული დოლარი იქნება

„თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. კავკასიის რეგიონში პირველად Bandag-ის ქარხანას ქართული კომპანია ექსკლუზიურად ააშენებს, სადაც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების საბურავებს უახლესი ტექნოლოგიით განაახლებენ. Bandag-ი Bridgestone-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ხელახალი გამოყენებისათვის, საერთაშორისო მასშტაბით, ყოველწლიურად მილიონობით საბურავს აწარმოებს.

„თეგეტა მოტორსსა“და მსოფლიო ბრენდს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოეწერა თბილისში, კომპანიის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ Bridgestone-ის წარმომადგენლები, მათ შორის Bridgestone Core Tyre Business Africa & Middle East-ის პრეზიდენტი ჟაკ ფურიე.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ის 27-წლიანი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის და მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ.

ხანგრძლივი თანამშრომლობის პერიოდში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა მკვეთრად გაფართოვდა და დღეისათვის უკვე იაპონური ბრენდის რეგიონული დისტრიბუტორები ვართ. ბაზრისა და სამოქმედო არეალის ზრდამ კი ახალი ნაბიჯები და განვითარება მოითხოვა. Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ორი ბრენდის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მდგრად განვითარებასა და ინოვაციას ემყარება. 

პირველ ეტაპზე რეგიონულ დონეზე 5 000-მდე საბურავის წარმოებას ვგეგმავთ. მომდევნო ხუთი წლის ჭრილში ეს ციფრი გაორმაგდება. შედეგად, პირველ რიგში, გარემოზე ზემოქმედებას და, ამასთან ერთად, ჩვენი კორპორაციული მომხმარებლების ხარჯებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ“.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 აშშ დოლარია. საწყის ეტაპზე „თეგეტა მოტორსი“ ყველა ტიპის სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის განკუთვნილი საბურავების განახლებას გეგმავს. პროცესი სრულად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება, რაც იძლევა გარანტიას, რომ განახლებული საბურავი იმავე ფუნქციის იქნება, როგორიც ახალი. ხელახალი გამოყენებისათვის წარმოებული საბურავების ექსპორტს ჰოლდინგი სომხეთსა და აზერბაიჯანში აპირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოყენებული საბურავის კარკასი აბსოლუტურად იმავე მასალებით იფარება, რომლებითაც ახალია წარმოებული. ერთეულ საბურავზე ღირებულება, ახალთან შედარებით, 30-40%-ით მცირდება, ექსპლუატაციის ვადა კი 5 წელია.

Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ქალაქ რუსთავში მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. ობიექტის მშენებლობას Bridgestone-ისა და Bandag-ის წარმომადგენლები ინტენსიურ მონიტორინგს გაუწევენ. ქარხანა Bandag-ის უახლესი ევროპული და ამერიკული მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება.

უკვე გაწერილია პროცესი წარმოების დაწყებამდეც - იაპონური ბრენდის გამოცდილი სპეციალისტები ქართველ პერსონალს საგანგებოდ გადაამზადებენ. უშუალოდ ქარხნის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტისა და თანამშრომლების მუშაობას Bandag-ის წარმომადგენლები, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

ქარხანაში საბურავების გადაკვრის ფართოდ გავრცელებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. მეორადი საბურავის კარკასის ვარგისობა სპეციალური აპარატით, ე.წ. შეაროგრაფით შემოწმდება. ეს არის უმაღლესი კატეგორიის დანადგარი, რომელიც, რეგიონის ფარგლებში, მხოლოდ რუსთავში Bandag-ის ქარხანას ექნება. სკანირების შემდეგი ეტაპი ნარჩენი პროტექტორის მოშორებაა, რასაც ახალი, მაღალი ხარისხის მასალა ცვლის.

„თეგეტა მოტორსში“ განმარტავენ, რომ გადაკრული საბურავის გამოყენების შემთხვევაში ფასი ერთ კილომეტრზე მკვეთრად დაბალია, თუმცა სატრანსპორტო საშუალება ზუსტად იმდენივე მანძილის დაფარვას შეძლებს, რამდენსაც ახალი საბურავით გაივლიდა.

ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ხაზგასასმელია გარემოსდაცვითი ფაქტორი. Bandag-ის ტექნოლოგიით საბურავების ხელახალი წარმოებისას ნაკლები ნედლეული და ენერგიაა საჭირო. ამასთანავე, საბურავის რამდენიმე ციკლით გამოყენება ამცირებს ნარჩენებისა და ნახშირბადის კვალის მოცულობას და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებას უწყობს ხელს.

ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე გადაწყვეტილებები „თეგეტა მოტორსის“ პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც კომპანია წლიდან წლამდე აფართოებს და ახალ ინდუსტრიულ კულტურას ქმნის. სამომავლოდ იგეგმება საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაც, რაც საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვასა და ნარჩენების მინიმალიზაციას უზრუნველყოფს.

თეგეტა მოტორსის შესახებთეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია

21.08.2026.20:02

თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.

30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.

„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა