მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდის JCB-ს სააკრედიტაციო პროგრამის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის 10 სხვადასხვა სადილეროს ტექნიკური პერსონალი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული კადრების ლიცენზირება, რაც მათ სამომავლოდ ტექნიკური სწავლებების მშობლიურ ენაზე წარმართვის უფლებას აძლევს. სპეცტექნიკის მწარმოებლების მხრიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის რეგიონული ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.

ზვიად ახლოური, „გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი“: „სპეციალური ტექნიკის წამყვანი ბრიტანული ბრენდის JCB-ს მიზანი ადგილობრივი კადრების მომზადება იყო, რომლებიც მომავალში ლოკალურად შეძლებენ ტრენინგების გამართვას. გარდა აკრედიტაციისა, ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სპეციფიკური ტექნიკური შემთხვევების შესახებ. გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ეს ტრენინგი უპრეცედენტო იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა მოტორსი“ რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა“.

ოთხდღიან ინტენსიურ სწავლებას JCB-ს პროფესიონალი ტრენერი ანდრე ბოზონი ხელმძღვანელობდა. პროგრამა მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე პრეზენტაციისა და ინფორმაციის გადაცემის უნარების ტესტირებას. კურსისა და ფინალური გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებმა, მათ შორის „თეგეტა მოტორსის“ ორმა წარმომადგენელმა - ალექსანდრე გიუნტერმა და დავით მეგრელიშვილმა, შესაბამისი გლობალური ლიცენზია მიიღეს, რაც მათ JCB-ს ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას ანიჭებს. სამომავლოდ, აღნიშნული ტრენერები კონკრეტული სპეცტექნიკის მიმართულებით სპეციალიზებულ, ორკვირიან ტექნიკურ გადამზადებას დიდ ბრიტანეთში გაივლიან, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე კომპანიის მექანიკოსებს გაუზიარებენ.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი წარმატება - ეს რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული ნაბიჯია. მსოფლიო დონის ბრენდების ნდობის მოპოვება და ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა ცხადყოფს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და აკადემიური პოტენციალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უშუალოდ კომპანიისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი, ლიცენზირებული სპეციალისტების ყოლა, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მუშაობის პრინციპებს მშობლიურ ენაზე გაუზიარებენ ჩვენს მექანიკოსებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების სისწრაფეს, ხარისხსა და მოქნილობას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება“, - აღნიშნავს ზვიად ახლოური.

სააკრედიტაციო პროგრამა „თეგეტა აკადემიის“, „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Construction Equipment-ის გუნდების ჩართულობით შესრულდა. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, უკვე იგეგმება შემდეგი მასშტაბური პროექტი. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანია, JCB-სთან ერთად, PSSR-ების (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერისა და სერვისის მრჩევლის კომბინირებული პოზიცია) საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლებს, რომელშიც 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი

14.09.2026.18:22

„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.

2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.

Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.

აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.

ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.

გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.

რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?

მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.

ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.

საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.

როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?

ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.

გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა