მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

„თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ

news image

„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება მოუმზადა - Michelin-ის საბურავების შეძენისას მსურველები არასეზონური პროდუქტის უფასოდ შენახვას „თეგეტა მოტორსის“ საბურავების სასტუმროში შეძლებენ. შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტულ მომსახურებას ისახავს მიზნად 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. Michelin ჯგუფის 4 ნებისმიერი საბურავის (მათ შორის Michelin და BFGoodrich ბრენდების) შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროში 6-თვიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. შეთავაზების მიზანი საქართველოში საბურავების სწორი მოვლისა და შენახვის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი ინიციატივა პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება. უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, რომ ავტომფლობელებმა საბურავები სეზონურად შეცვალონ, არასეზონური საბურავების სწორად შენახვა კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს შეთავაზება ხელს უწყობს მომხმარებლებს, თავიდან აიცილონ საბურავების დაზიანება მათი ავტოფარეხში ან სხვა ადგილას შენახვის პირობებში. 

საბურავების სწორი შენახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია: მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობის კონტროლი, მზისგან დაცვა და უსაფრთხო საწყობი უზრუნველყოფს, რომ საბურავების სიცოცხლისუნარიანობა წარმოების თარიღიდან 5-7 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბრენდის სწორად შერჩევაც - როდესაც მომხმარებელი არჩევანს პრემიუმ ბრენდზე აკეთებს, ის გრძელვადიან ეკონომიურობას უზრუნველყოფს, რადგან ასეთი საბურავი მდგრადობასა და სტაბილურობას წლების განმავლობაში გამოყენების შემთხვევაშიც ინარჩუნებს“.

Michelin გლობალურად აღიარებულია როგორც პრემიუმ ბრენდი. 1889 წელს საფრანგეთში დაარსებულმა კომპანიამ რადიალური საბურავების ტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც უმაღლეს უსაფრთხოებას, კომფორტსა და გრძელვადიან ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ავტოინდუსტრიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. Michelin გამოირჩევა სტაბილურობით, მოკლე სამუხრუჭე მანძილით, გამძლეობით, საწვავის მოხმარების ეკონომიურობითა და მაღალი ხარისხით. გასულ წელს, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით (Tire Business და Brand Finance), Michelin საბურავების ტოპ 5 ბრენდს შორის დასახელდა, რაც გაყიდვების მოცულობისა და ინდუსტრიული სტანდარტების მიმართულებით მის ლიდერობას ადასტურებს. საქართველოში Michelin-ის ოფიციალური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებელს ფრანგული ბრენდის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება, ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.

ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.

რაც შეეხება საბურავების სასტუმროს, საქართველოში მსგავსი სერვისი პრაქტიკულად უნიკალურია. საბურავების არასწორი შენახვა იწვევს რეზინის გამოშრობას, სამუხრუჭე მანძილის გაზრდას და მოჭიდების შემცირებას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. საბურავების სასტუმრო კი „თეგეტა მოტორსის“ სპეციალიზებული საწყობია, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიონალური შენახვის პირობები. შესაბამისად, საბურავები უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ინახება. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საბურავები თბილისში, კომპანიის ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში ინახება, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საბურავები ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში მიიტანონ, საიდანაც ისინი დაცულ ტერიტორიაზე გაიგზავნება.

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და საბურავების მოვლის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა