მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს

news image
mbc image

 „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე გარანტია იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუ მისი მონტაჟი კომპანიის გარეთ არსებულ სერვისცენტრში შესრულდა. შეთავაზება მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს - თავად აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ადგილი ავტონაწილის შეცვლისთვის; ლოკაციის მიუხედავად, ავტონაწილის ყიდვისას მიღებული „თეგეტა მოტორსის“ გარანტია მაინც შენარჩუნდება.

„თგეტა მოტორსის“ მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი ქმნის ახალ სტანდარტს საავტომობილო ინდუსტრიაში და ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსში“  მსუბუქი ავტომობილების ნაწილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი და კომპანია 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ავტომობილების ნაწილების მიმართულების უფროსი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მზად არის, შექმნას მეტი მოქნილობა და კომფორტი მომხმარებლისთვის. ამიერიდან მნიშვნელობა აღარ ექნება, სად დამონტაჟდება „თეგეტა მოტორსის“ შოურუმში შეძენილი ავტონაწილი – ჩვენს სერვისცენტრში თუ სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე – პროდუქციის გარანტია კვლავაც ძალაში რჩება. 

ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკვე დაშლილი ჰყავს ავტომობილი სხვა სერვისცენტრში და სჭირდება, ავტონაწილი ადგილზე დაამონტაჟოს, ასეთ შემთხვევებშიც კი მას ეცოდინება, რომ „თეგეტა მოტორსი“ პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დეტალის ხარისხზე და ქარხნული წუნის შემთხვევაში ღირებულებას აანაზღაურებს. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს – საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია სრულად აგებს პასუხს რეალიზებული ნაწილის ხარისხზე“.

„თეგეტა მოტორსი“ განსაზღვრავს იმ პირობებსაც, რომლებიც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს გარანტიის გამოყენებისას. თუ კომპანიაში შეძენილი ავტონაწილი დამონტაჟდება სხვა სერვისცენტრში და შემდგომ გაირკვევა, რომ დეტალის ქარხნული წუნი გახდა მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“  მხოლოდ მეორადი მონტაჟის მომსახურების ღირებულებას გადაიხდის, თავად ნაწილი კი უფასოდ ჩანაცვლდება. თუ პირველადი მონტაჟიც „თეგეტა მოტორსში“ შესრულდა, მეორადი მონტაჟის მომსახურებაც უფასოა.

გარანტია მოქმედებს მხოლოდ ავტონაწილის ქარხნული წუნის შემთხვევაში და არა დეტალის მექანიკური დაზიანებისას. გარანტია არ მოქმედებს, თუ ავტონაწილი მწყობრიდან არასწორი მონტაჟის გამო გამოვიდა.

რაც შეეხება ვადებს, გარე გარანტიის შემთხვევაში, პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება სამთვიანი, ხოლო არაპრემიუმ ბრენდებზე - ერთთვიანი გარანტია. შიდა საგარანტიო პირობების მიხედვით კი პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება ექვსთვიანი, ხოლო არაპრემიუმებზე - სამთვიანი გარანტია.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა