მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

news image
mbc image

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ბრიტანული ბრენდის პრესტიჟული ჯილდო - 2025 CIS Aftersales Growth Excellence Award გადაეცა.

JCB-ს მიერ დილერების საქმიანობის შეფასებისას ყურადღება გამახვილდა როგორც ბიზნესის შედეგებზე, ისე მომსახურების ხარისხსა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მათ შორის, შეფასდა სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის რეალიზაციის მაჩვენებლები, საოპერაციო პროცესები, მომხმარებელთა მომსახურება და ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს დილერი JCB-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სტანდარტები მომსახურების პრაქტიკულად ყველა ეტაპს მოიცავს - სერვისის ორგანიზებიდან და სამუშაო პროცესებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციითა და საგარანტიო მოთხოვნების მართვით დასრულებული.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი: „ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის 2025 წლის განმავლობაში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო პერფორმანსი - როგორც სათადარიგო ნაწილების, ისე სერვისის რეალიზაციის მიმართულებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობაც. ბრენდს ძალიან დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს დილერი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სერვისი და რა პროცესებს უნდა მიჰყვებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ სტანდარტებს პერიოდულად ოფიციალური აუდიტორებიც ამოწმებენ.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, 5S სისტემის დანერგვაც იყო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ეს სისტემა, რაც სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სისუფთავეს, პროცესების სტანდარტიზაციასა და მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გულისხმობს. CIS-ის ქვეყნებს შორის, უზარმაზარი ავტოპარკების მქონე ბაზრებში გამორჩევა ჩვენთვის დიდი მიღწევა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“.

JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობა „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთში“ რეგულარული აუდიტის ფარგლებში მოწმდება. ოფიციალური აუდიტის ჯგუფი კომპანიაში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღეს ატარებს და როგორც საოპერაციო პროცესებს, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სხვადასხვა კომპონენტს აფასებს. ყურადღება ექცევა სერვისის მუშაობას, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას, საგარანტიო მოთხოვნების მართვასა და დადგენილი პროცედურების შესრულებას.

JCB-სა და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ შორის თანამშრომლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საქართველოში უკვე გაიმართა ერთი რეგიონული ტრენინგი ტრენერებისთვის, შემოდგომაზე კი კიდევ ორი რეგიონული ტრენინგია დაგეგმილი. ღონისძიებებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ტრენინგების ჩატარება კი „თეგეტა მოტორსის“  გეზის ფილიალში იგეგმება. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და რეგიონში JCB-ს დილერებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს.

პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება და რეგიონული ტრენინგების საქართველოში გამართვა JCB-ს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებისა და მომსახურების სტანდარტების მიმართ მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. ამ აღიარების შემდეგ კი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ მთავარი ამოცანა, მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სათადარიგო ნაწილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე მუდმივად ზრუნვაა.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია  „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" გამართა

16.11.2026.19:36

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით ყოველწლიური მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა იყო. დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვითაც შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით.

 

ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას: „ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო, დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ხოლო მოდერაციას ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე უწევდა. პანელის მსვლელობისას საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მექანიზმებს.

 

ასევე, გაიმართა მეორე პანელური დისკუსია: „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. სესიაზე ყურადღება გამახვილდა სექტორულ რეფორმებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასა და შრომის ბაზრის გამოწვევებზე.

 

დისკუსიების დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები პანელის მონაწილეებისთვის.

 

„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები და ღია დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც დღეს ბიზნესსა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წინაშე დგას" განაცხადა სოსო ფხაკაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა