Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის World Medicine ჰოლდინგში შემავალი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია On-Time logistics company-მ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაTegeta Truck & Bus-ისგან MAN-ის ბრენდის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი შეიძინა. On-Time logistics company-ისა და Tegeta Truck & Bus-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. MAN-ის ბრენდთან ხანგრძლივი პარტნიორობა, პრემიუმ კლასის სატვირთო ტექნიკა, ძლიერი და საიმედო სერვისი - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელთა გათვალისწინებითაც On-Time logistics company-მ არჩევანი სწორედ „თეგეტაზე” გააკეთა.
On-Time logistics company ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტი წარმოადგენს. პროდუქტის ტრანსპორტირება თურქეთიდან საქართველოში და, საქართველოს გავლით, ცენტრალური აზიის მიმართულებით ხდება.
Tegeta Truck & Bus-თან პარტნიორობა ადასტურებს, რომ რეგიონში MAN-ის ყველაზე სანდო და უკონკურენტო პარტნიორი სწორედ „თეგეტაა”. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა 2006 წელს დაიწყო. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 18-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „მთავარი კრიტერიუმი რატომაც საერთაშორისო კომპანიამ თანამშრომლობისთვის Tegeta Truck & Bus შეარჩია, არის სანდოობის მაღალი ხარისხი და გერმანულ ბრენდთან MAN-თან ხანგრძლივი პარტნიორობა. ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე - სერვისის ინფრასტრუქტურას. „თეგეტას“ სერვისცენტრები აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები საქართველოს ყველა რეგიონშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ავტომობილს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას შესაძლოა შეექმნას, უმოკლეს ვადებში მოგვარდება. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული მექანიკოსები გვყავას, რომლებიც ყოველწლიურად MAN-ის შესაბამის ტრენინგებს გადიან“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.