მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება

news image
mbc image

ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ანარეკლი, როგორც ინსპირაცია - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდუსტრიული დეტალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის კამპანიის ერთ-ერთ მატერიალურ სიმბოლოდ იქცა. ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა მათი შეხებისას ზედაპირზე ყველაზე მოულოდნელი და მრავალფეროვანი ფერები ჩნდება. ამ იდეას ეფუძნება საჩუქარი „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისათვის, რომელიც ჰოლდინგის მარტის კამპანიის ფარგლებში დამზადდა. კამუფლაჟის სტილის ქურთუკი Reckless-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „ქალი მართავს“ - ეს არის „თეგეტას“ მარტის კამპანიის მთავარი სათქმელი, რომელიც, გარე კომუნიკაციასთან ერთად, გვსურდა, პირველ რიგში, სწორედ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა. გადავწყვიტეთ, თეგეტელი ქალებისთვის განსაკუთრებული, სიმბოლური საჩუქარი გადაგვეცა - ქურთუკები, რომლებიც Reckless-თან ერთად შევქმენით. დიზაინის იდეა პირდაპირ ჩვენი ინდუსტრიიდან მოდის. გამოყენებული შთაგონებულია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტით, უფრო კონკრეტულად, იმ მომენტით, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ფერებს ქმნის. ხშირად ამბობენ, რომ წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა სწორედ მათი შეხებისას ჩნდება ყველაზე საინტერესო ვიზუალური შედეგი. ეს ვიზუალური ეფექტი ერთგვარი მეტაფორაა - ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფერებს, ჩვენ, ქალები, ხშირად ვქმნით იმ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ შეზღუდვებს ხედავენ. ვიზუალურად ქურთუკის ფერთა პალიტრა კამუფლაჟსაც მოგვაგონებს, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ქალის სიმტკიცესა და გამძლეობას და იმ ძალას, რომლითაც ქალი საკუთარ გზას მართავს“.

არჩევანი ბრენდ Reckless-ზე ბუნებრივად შეჩერდა. თანამედროვე ქართულ მოდაში თავისი თავისუფალი და სოციალური ნარატივით გამორჩეული ბრენდი „თეგეტას“ ხედვას არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც დაემთხვა. ჰოლდინგისთვის Unisex მერჩი დიდი ხანია კორპორაციული კულტურის ნაწილია. ორივე ბრენდის თანაკვეთაც საერთო სტილის, Streetwear-ის,შექმნას უკავშირდება. ეს ორი განსხვავებული სფეროს ორგანული შეხვედრაა, რომლის მიზანიც არა კონკრეტული კატეგორიის, არამედ ყველა ადამიანის პერსონალური იდენტობის წინ წამოწევაა.

თორნიკე აფრიდონიძე, Reckless-ის დირექტორი: „Reckless-ისა და „თეგეტას“ ხასიათი საოცრად ემთხვევა ერთმანეთს ინოვაციურობითა და გამბედაობით.  ამ კოლაბორაციით გვინდოდა, სიმარტივეში დამალული სილამაზე გადმოგვეცა. ალბათ ყველას გვინახავს ავტომობილის დაღვრილ ზეთსა თუ საწვავში მოხვედრილი წვიმის წყალი, რომელიც ფერთა ფართო პალიტრას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი სანახაობა ხშირად თვალს ეკარგება, მეხსიერებას ის ყოველთვის ახსოვს. სწორედ ასე შეიქმნა ფათერნი, რომელიც ტექნიკური სილუეტის სამოსს მოვარგეთ. ამ სტილის ქურთუკები დღეს ძალიან პოპულარულია Streetwear-ში და ვფიქრობ, ჩვენმა ერთობლივმა ნამუშევარმა ზუსტად დაიჭირა ის ზღვარი, სადაც ინდუსტრიული ესთეტიკა და თანამედროვე მოდა ერთმანეთს ხვდება“.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ქალმა ეს სიმბოლური საჩუქარი უკვე მიიღო. თუმცა კომპანიისათვის ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ სადღესასწაულო ინიციატივებით არ შემოიფარგლება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, გადამზადების პროგრამებს, თანასწორი გარემოს შექმნას და ამ ყველაფრით იმ სტერეოტიპების მსხვრევას გულისხმობს, რომლებიც არაერთ სფეროს, მათ შორის ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ ახლავს თან. თუმცა ცვლილებების კარგი მაგალითია „თეგეტა“, რომლის მართვაშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან - ტექნიკური პოზიციებიდან დაწყებული, ტოპ-მენეჯმენტის ჩათვლით. 

სწორედ ამ სისტემური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული აქტივობის შინაარსი. კომპანიაში ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციისას ყოველ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „ჩემთვის კორპორაციული საჩუქრები არასდროს არის უბრალოდ ფორმალური ჟესტი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად გააზრებულად ესაუბრება ბრენდი საკუთარ ადამიანებს, თანამშრომლებს, რომლებიც ბრენდის ამბასადორები არიან. ისინი ყოველდღიურად ქმნიან „თეგეტას“ კულტურას და სწორედ მათი გამოცდილებითა და ენერგიით ცოცხლობს ბრენდი. როდესაც ნივთის უკან დგას იდეა, კონტექსტი და ემოცია, ის უბრალოდ საჩუქარი აღარ არის, იქცევა სიმბოლოდ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრენდის ამბავს ბუნებრივად ჰყვება“.

კომპანიის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალური ცვლილებები სწორედ გუნდის შიგნით აღიარებითა და დაფასებით იწყება. შინაარსით დატვირთული საჩუქარი კი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ქალი მართავს, მართავს გადამდები შთაგონებით, რაც კომპანიისთვის - წარმატების, ხოლო გარშემომყოფებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია

30.09.2026.15:02

ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც სრულფასოვან კოლექციად იქცა - Tegeta-სა და Reckless-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. GASOLINE - ასე ჰქვია ლიმიტირებულ ხაზს, რომელიც მათთვისაა, ვინც შთაგონებასა და სილამაზეს ხედავენ იქ, სადაც არავინ ეძებს მას. სიძლიერისა და გამბედაობის კონცეფციით შექმნილი სამოსი unisex-ია და მისი შეძენა Tegeta Shop-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ქუჩის 6-ში მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში.

ინსპირაცია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ანარეკლი გახდა. ეს ინდუსტრიული დეტალი მთავარ პატერნად იქცა და კოლექციას განსხვავებული ხასიათი შესძინა.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თამამი გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და ინოვაციურობა „თეგეტასათვის“ უცხო არ არის. Reckless-თან კოლაბორაციით შექმნილი კამუფლაჟური სტილის ქურთუკებიც სიმტკიცისა და გამბედაობის იდეას ეფუძნება, რომლის ცენტრშიც თვითგამოხატვა დგას. სამოსი თავდაპირველად, სარვამარტოდ ჩვენი თანამშრომელი ქალბატონებისთვის შევქმენით, თუმცა იდეა მალევე გასცდა კამპანიის ჩარჩოებს. ქურთუკის ვიზუალურმა ენამ, კონცეფციამ და მიღებულმა ემოციურმა გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ეს ამბავი გაგრძელებას იმსახურებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი უკვე ფართო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტული კოლექცია უკვე ჩვენს ციფრულ მაღაზიაში ელოდება მომხმარებელს“.

ყველაფერი დაიწყო კამპანიით „ქალი მართავს“. ქურთუკები შეიკერა „თეგეტაში“ დასაქმებული 600 ქალბატონისთვის, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალი მართავს ყველაფერს, რაც მოესურვება. სწორედ ამ შინაგანი სიძლიერის გამომხატველია ლიმიტირებული კოლექცია GASOLINE. ეს სახელწოდებაც მამოძრავებელი ძალის სიმბოლოა და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ხელოვნება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ, ყოველდღიურ დეტალშიც კი დაიბადოს.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „დიზაინის მთავარი იდეა პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონების წყარო ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტია - ის მომენტი, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ეფექტს ქმნის. ამ ორი ელემენტის შეხებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება კოლექციის მთავარ პატერნად ვაქციეთ. საბოლოოდ, Reckless-ის თავისუფალ, ექსპერიმენტულ ხელწერასთან სინთეზით შეიქმნა ტექნიკური სილუეტები და კამუფლაჟის ესთეტიკა. ეს ვიზუალური ენა ერთგვარი მეტაფორაცაა: ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფორმებსა და ფერებს, ჩვენც სწორედ იქ ვპოულობთ ახალ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ დეტალებს ხედავენ“.

კონცეფცია Reckless-ისა და „თეგეტას“ ერთობლივი ხედვით შეიქმნა. თითოეულმა ბრენდმა პროექტს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა შესძინა, რაც საბოლოოდ GASOLINE-ის კოლექციაში აისახა.

ლიზა ყაჯრიშვილი, Reckless-ის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი: „ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო კოლაბორაციები სწორედ მაშინ იქმნება, როცა ორი ბრენდი ერთმანეთს კი არ ემსგავსება, არამედ განსხვავებებს ინარჩუნებს და ამ განსხვავებებით ქმნის რაღაც ახალს. არ გვინდოდა, რომ Reckless-ს უბრალოდ Tegeta-ს ლოგო დაესვა ტანსაცმელზე, ან Tegeta-ს Reckless-ის ესთეტიკა „ჩაეცვა“. გვინდოდა, დამატებითი რაღაც შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ამ ორი სამყაროს შეხვედრისას შეიძლებოდა გაჩენილიყო. Tegeta-ს მხრიდან გვქონდა ტექნიკური, ინდუსტრიული, საავტომობილო სამყარო; Reckless-ის მხრიდან კი - ქუჩა, თავისუფლება, ახალგაზრდული კულტურა და ექსპერიმენტი. GASOLINE სწორედ ამ ორის საერთო წერტილი გახდა“.

ეს კოლექცია მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მოდა ისტორიის მოყოლისა და ჩვეულებრივში განსაკუთრებულის დანახვის გზაა. ლიმიტირებული ხაზი მომხმარებელს მხოლოდ ერთ მისამართზე - Tegeta Shop-ზე ელოდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა