„თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
გამჭვირვალობისა და საუკეთესო ანგარიშგების აღიარება - „თეგეტა“ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მფლობელია. კომპანიას საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში გადაეცა. ეს წარმატება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც „თეგეტამ“ გასულ წელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად წარადგინა.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი - უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება გამჭვირვალობასა და კორპორაციული მართვის კულტურაში - სწორი გზაა. BARTA-ს საპატიო ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ნდობის განმტკიცება თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რაც ჩვენს გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“.

BARTA-ს მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, არასაფინანსო სექტორის, მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ცერემონიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ნიკოლოზ ხიდურელმა მიიღო მონაწილეობა და კომპანიის განვითარების ტემპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ ხიდურელი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი: „BARTA-ს ჯილდო ჩვენთვის არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ დასტური იმისა, რომ გამჭვირვალე ანგარიშგება და მდგრადობის პრინციპები ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. პანელურ დისკუსიაში განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლებას ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას, გარემოსდაცვით მდგრადობასა და საერთო ეკონომიკურ განვითარებას. ეს თემები განსაკუთრებით აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიაში, სადაც „თეგეტა“ აქტიურად იმუშავებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრომობილების მხარდაჭერა და ნარჩენების მართვა“.

კონკურსი, რომელიც 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რაც უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ ბიზნესგარემოს ქმნის. კონკურსის ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. პროექტის მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნესასოციაცია.
„თეგეტა“ რეგიონში ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და მისი შესრულების შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა. 200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ფინანსურ მაჩვენებლებს, მართვის პრაქტიკებს, მდგრადობის სტრატეგიასა და რეგიონულ ექსპანსიას. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდებმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა, მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი კი 96% იყო.

წელს BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 9 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიები. ეს ჯილდო „თეგეტასთვის“ კიდევ ერთი დასტურია, რომ გამჭვირვალობა და მდგრადობა ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
05.11.2026.14:39
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.
სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.
რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?
პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:
• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;
• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;
• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;
• AgileSchool - AI Automation;
• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;
• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;
• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;
• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.
კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.
როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
2. აპლიკაციების გადარჩევა;
3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.