„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა მოცულობა ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებისთვის კი მათი სწორად მართვა, ანალიზი და ეფექტიანად გამოყენება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „თეგეტა ჰოლდინგმა“, რომელმაც Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის სრულიად ახალი სტანდარტი დანერგა.
„თეგეტასა“ და Datamind-ს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გარდაქმნას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მონაცემთა მართვის ცენტრალიზაცია იყო. სხვადასხვა სისტემაში გაფანტული ინფორმაციის გაერთიანება და მისი ერთიან პლატფორმაზე გადატანა კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა მართვის ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რისთვისაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარჩევდით შესაბამის პარტნიორს როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო დონეზე. Datamind-მა შემოგვთავაზა გადაწყვეტა, რომელიც სრულად პასუხობდა „თეგეტას“ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმის დანერგვამ არ მოითხოვა რადიკალური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია - არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებით შევძელით ახალი სისტემის ინტეგრაცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებს, ისე ხარჯებს.
მონაცემების ერთიან ხედვასთან ერთად, უნისტრიმის პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის ბოტებმა შესაძლებლობა მოგვცა, ეს მონაცემები სასაუბრო ფორმატშიც გადაგვეყვანა. დეპარტამენტების მიხედვით ბიზნესოუნერებს შესაძლებლობა აქვთ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემები გააცოცხლონ, აწარმოონ ანალიტიკა სწრაფად და ეფექტურად, რამაც მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაც საკმაოდ ააჩქარა“.

Datamind-ის მიერ შექმნილი პლატფორმა Unistream მონაცემთა ეკოსისტემაა, რომელიც ანალიტიკას, რეპორტინგს, მონაცემთა საცავსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მართოს ყველა მონაცემი და მიიღოს სწრაფი, ზუსტი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. ამ შედეგის მისაღწევად კი გაცილებით ნაკლები ფინანსური ინვესტიციაა საჭირო, ვიდრე რამდენიმე განსხვავებული სისტემის დანერგვა მოითხოვდა.
რატი კუნჭულია, Datamind-ის თანადამფუძნებელი: „ჩვენ შევქმენით უნივერსალური, დესტრუქციულად ინოვაციური პროდუქტი, რომლის ალტერნატივაც მსოფლიოში არ არსებობს. ეს არის პლატფორმა, რომელიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც ბიზნესს მონაცემებთან დაკავშირებით აქვს ან მომავალში შეიძლება ჰქონდეს. მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა სისტემა და მრავალი დეველოპერი - ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული, მათ შორის ინოვაციური AI-ინსტრუმენტები, რომლებიც რთულ ანალიტიკასა და ბიზნესგადაწყვეტილებებს ავტომატურად ასრულებს. საკმარისია, მომხმარებელმა მისცეს დავალება ტექსტით ან სიტყვიერად და სისტემა სამუშაოს თავად შეასრულებს“.
„თეგეტა“ პირველი კომპანია იყო, რომელმაც Unistream პლატფორმის გამოყენება დაიწყო. უკვე 10 თვეზე მეტია, ის სრულად ითვისებს Datamind-ის შესაძლებლობებს, რაც კომპანიის შედეგებზე მნიშვნელოვნად აისახა.

თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გარდაქმნაა. „თეგეტაში“ ჩამოყალიბდა მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მოდელი, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეალურ დროში და ანალიტიკა ყოველდღიური ოპერაციების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ვახტანგ ბურჭულაძე-კალანდაძე, Datamind-ის თანადამფუძნებელი: „თეგეტამ“ პრაქტიკულად სრულად მოხსნა ე.წ. Ad Hoc Reporting-ის საჭიროება. დღეს მენეჯმენტი, ანალიტიკოსები და სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები თავად იყენებენ ჩვენს AI-ინსტრუმენტებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო ხელით სამუშაოს შესრულება ან კოდების წერა. პლატფორმას ყოველდღიურად ასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ანალიტიკის ხარისხი და სიჩქარე, ხოლო რესურსების გამოყენება ბევრად ეფექტიანი გახდა“.
მონაცემთა ცენტრალიზებული სისტემის დანერგვამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად მიიღოს რეპორტები, მნიშვნელოვნად შეამციროს მონაცემების მოძიებისა და დამუშავების დრო, გაზარდოს ანალიტიკის სიზუსტე და გაამარტივოს მონაცემებზე წვდომა ყველა დონეზე. ეს ქმნის საფუძველს პროგნოზირებადი ანალიტიკის განვითარებისთვის და AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მასშტაბირებისთვის.
რატი მამაგეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაცემთა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მთავარი შედეგი არის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხისა და სისწრაფის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. კომპანიაში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული და სანდო მონაცემთა სისტემა, გაჩნდა ანალიტიკის ახალი შესაძლებლობები AI-ის გამოყენებით და მნიშვნელოვნად შემცირდა მონაცემების დამუშავებაზე დახარჯული დრო და რესურსი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი Data Driven ორგანიზაციისაკენ“.
Datamind-ის პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციონალები ემატება, რაც პარტნიორ კომპანიებს, მათ შორის „თეგეტას“, დამატებითი ხარჯის გარეშე აძლევს საშუალებას, უახლესი ტექნოლოგიური რესურსებით ისარგებლონ.
სამომავლოდ, Datamind საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს, რაც პლატფორმის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და პარტნიორი კომპანიებისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის. „თეგეტასთვის“ ეს ნიშნავს, რომ ახალი ბაზრების ათვისების პროცესში მას უკვე ექნება მძლავრი, ცენტრალიზებული და ადაპტირებადი მონაცემთა მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავებას გაამარტივებს.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
11.08.2026.14:14
თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.
თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.
სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.
„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ - ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ - ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.