მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

„თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა

news image
mbc image

„თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის - Dare to Lead - პირველი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ლიდერობაზე, ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე იმსჯელეს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დოქტორმა ჯიმი ჯაინიმ, რომელიც Forbes Coaches Council-ის წევრი, წიგნის Design Thinking for Startups ავტორი და ინოვაციების სფეროს საერთაშორისო ექსპერტია. ის სტუმრებს დიზაინ-აზროვნების, ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციებისა და AI-ს გამოყენებით თანამედროვე ლიდერობის პრაქტიკაზე ესაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, ბექა ციცქიშვილი, რომელმაც დამსწრეებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზა და მომავლის ხედვა გააცნო. პრეზენტაცია შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც „თეგეტას“ ხელოვნური ინტელექტის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და პარტნიორული ინოვაციების მიმართულებით უკვე სისრულეში მოჰყავს.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: „ტექნოლოგია ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მაგრამ დიდი გამოწვევა ადამიანების, პროცესებისა და კულტურის ცვლილებაცაა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ ადაპტირდება ცვლილებებთან, არამედ თავად ხდება ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატალიზატორი.

ავტოინდუსტრია ეტაპობრივად გადადის ავტომობილის ერთჯერადი გაყიდვის მოდელიდან მომხმარებელთან უწყვეტ ურთიერთობაზე, სადაც ციფრული სერვისები, პროგნოზირებადი მომსახურება და ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, მდგრადი ციფრული განვითარებისთვის ძლიერი ტექნოლოგიური საფუძველი ადამიანების განვითარება და ახალი ინსტრუმენტების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაა“.

Dare to Lead არის Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ახალი ლიდერშიფსერია, რომელიც ქართველი სტარტაპერებისთვის, ბიზნესლიდერებისა და ნოვატორებისთვის საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. სამნაწილიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ლიდერობის, ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე იმსჯელებენ.

ქეით ლუისი, Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს დირექტორი: „გვჯერა, რომ ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემები მხოლოდ აქსელერაციის პროგრამებით არ იქმნება. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ Dare to Lead - სივრცე, სადაც ქართველ სტარტაპერებს, ბიზნესლიდერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს ერთმანეთისგან სწავლა და ახალი ხედვების გაზიარება შეეძლებათ. Startupbootcamp Georgia-სთვის ეს ჩვენი მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა - არა მხოლოდ სტარტაპების მხარდაჭერა, არამედ ძლიერი და ერთმანეთთან დაკავშირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა. მოხარული ვართ, რომ ამ ინიციატივას თეგეტასთან პარტნიორობით ვიწყებთ“.

Rainmaking Innovation Europe მსოფლიოს 27 ქვეყანაში კორპორაციული ინოვაციებისა და ვენჩურული განვითარების პროექტებს ახორციელებს, ხოლო მისი გლობალური აქსელერაციის პროგრამის, Startupbootcamp-ის, ფარგლებში უკვე 1 800-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაცია და, ჯამში, 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოში პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით რეალიზდება და ადგილობრივ სტარტაპებს საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ თანამშრომლობის მსგავსი მოდელი შეესაბამება „თეგეტა ჰოლდინგის“ ხედვასაც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მობილობის მომავალი ღია ინოვაციებსა და პარტნიორობაზე შენდება. ამიტომ „თეგეტა“ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან და ნოვატორებთან, სთავაზობს მათ რეალურ ინდუსტრიას, მომხმარებლებსა და მონაცემებს - ეკოსისტემას, რომელშიც საკუთარი ტექნოლოგიების გამოცდისა და განვითარების შესაძლებლობა აქვთ.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38%-ით, ხოლო რესტორნებში 13%-ით გაიზარდა | TBC Capital

11.07.2026.15:02

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.

,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც .

აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.

კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.

მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 % -ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32% -ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად , 24% და 38 % -ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო

რესტორნებში 13% -ით გაიზარდა .რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23% -ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა