მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

„თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა

news image
mbc image

10 000 ახალი ნერგი რუსთავის ჭალის ტყეს - „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“რუსთავში, მტკვრის ორივე სანაპიროზე მასშტაბური გამწვანების აქციის მხარდამჭერები არიან. პროექტის მორიგ ეტაპზე, ხეების დარგვის პროცესში თავად „თეგეტას“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ამასთანავე, „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლები რუსთავის ჭალაში მყოფ მოხალისეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

პროექტი რუსთავის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, ჭალის ტყეებში, 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე დაირგვება. პროექტი, გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება. 

რუსთავის ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებული სივრცეს მოიცავს და ქალაქის უმთავრესი ეკოლოგიური რესურსია. მისი განაშენიანება, ენდემური ფლორის აღდგენის გარდა, საპიკნიკე და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტში ჩართულები რუსთაველი ახალგაზრდები, სპორტსმენები, მსახიობები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესში, აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორიც.

გამწვანების აქციის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ შესთავაზა. კომპანიის სათავო ოფისში „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ. გამოწვევაში „თეგეტას“ ფილიალები ჩაერთნენ, რის შედეგადაც, ჯამში, 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამმუშავებელ კომპანიას გაეგზავნა, შედეგად კი მოჭრისგან 15 ხე გადარჩება. ინიციატივის ფარგლებში, ჰოლდინგმა ყველაზე ეკომეგობრული ფილიალი და ეკომეგობრული დეპარტამენტი გამოავლინა და წაახალისა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კოორდინატორი: „გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს რუსთავის ჭალის ტყეს. „თეგეტაში“ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს როგორც ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, ისე შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში, რომელიც მეორადი ქაღალდების ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას მოიცავს“.

რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის განაშენიანება მტკვრის ჭალის გარშემო მიზანმიმართულად დაიგეგმა, რადგან ამ ტერიტორიას რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში ჰაერის ნაკადის გაწმენდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, ჭალაში 140-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსთავისთვის. პროექტი რუსთავის მერიასთან პარტნიორობით განხორციელდა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის" დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გარემოზე ზრუნვას. კომპანიის მისია სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვუწყობთ ხელს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა დაზიანდა. „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ხელშესაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი კარგი და ფართომასშტაბიანი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“.

გამწვანების აქცია და მწვანე გამოწვევა „თეგეტა ჰოლდინგმა" დედამიწის დღეს მიუძღვნა, რომელიც 1970 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგი იყო „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ადამიანის ძალისხმევის მნიშვნელობას წარმოაჩენს.

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ მესამე წელია, ერთვებიან. წინა წლებში, მოხალისეებთან ერთად, 3 000 ნერგი დაირგა, ამჯერად კი მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

რაც შეეხება „მწვანე გამოწვევას“, „თეგეტაში“ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და მესამე წელია, იმართება. ამ ინიციატივაში ყოველწლიურად ასობით „თეგეტელი“ ერთვება და, ჯამში, უკვე 3 ტონაზე მეტი მაკულატურაა შეგროვებული. მაკულატურის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მიწოდების შედეგად კომპანია წიგნებს იღებს, რომლებსაც „თეგეტა“ სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვებისათვის აგზავნის.

გარემოს დაცვა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება.

„თეგეტა” აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.  „თეგეტა გრინ პლანეტთან“  ერთად, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.

დამატებით, „თეგეტა“ მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობის წასახალისებლად გარემოსდაცვით პროექტებში, მათ შორისაა კამპანიები - „არ გადაყარო, ჩააბარე”, მომხმარებლების მიერ ჩაბარებული ასობით ტონა სპეციფიკური ნარჩენი, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის განთავსებული ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Georgias Natural Organic Anuga Select India 2026-ში მონაწილეობას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

06.11.2026.18:00

Georgias Natural Organic-მა საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მიიღო მონაწილეობა. ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარადგინა. გამოფენის მნიშვნელობასა და კომპანიის საერთაშორისო განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელი ესაუბრა.

„2026 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მივიღეთ მონაწილეობა და საერთაშორისო ექსპერტებსა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჩვენი პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარვუდგინეთ.

Anuga Select India კვებისა და სასმელების სექტორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და დარგის პროფესიონალებს აერთიანებს. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენთვის საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობის მაღალი სტანდარტები, პროდუქციის ხარისხი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ბრენდის საფუძველს წარმოადგენს.

გვჯერა, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის გლობალური ცნობადობის გაზრდის, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ხარისხიანი ორგანული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე წარმოჩენისთვის“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა