მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

„თეგეტას“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო

news image
mbc image

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (სტუ) თანამშრომლობა გააფართოვეს. პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, „ბიზნესჰაბის“ სივრცეში, „თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჰოლდინგის მიერ სრულად გარემონტდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. 

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებას.

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობის ორი ათწლეული აკავშირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჰოლდინგი ახორციელებდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მორგებულ სტაჟირების პროგრამებს, მათთვის დასაქმების ინიციატივებს და აფინანსებდა წარჩინებულ სტუდენტებს.  2026-2027 სასწავლო წლისთვის კი „თეგეტა“  უმაღლესი აკადემიური მოსწრების  მქონე კიდევ 3 სტუდენტს სტიპენდიით უზრუნველყოფს.

რუსუდან სანიკიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა რეალურ შედეგებში გადაიზარდოს. როგორც ინდუსტრიის წამყვანი კომპანია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, აქტიური წვლილი შევიტანოთ მომავალი პროფესიონალების გაზრდასა და დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებაში. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება „თეგეტა ჰოლდინგის“ განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ინდუსტრიის საფუძველს სწორედ კვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები ქმნიან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაღრმავებით შევქმენითსივრცე, სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები ამ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას შეძლებენ. მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის“.

მემორანდუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა რეალიზდება. მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში „თეგეტას“ მიერ სრულად განახლებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრის გახსნა, ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით მოკლევადიანი, სამმხრივად სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში რეალური ბიზნესქეისების ინტეგრირება.

ავტოინდუსტრია დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება და, ტრადიციულ ცოდნასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონული სისტემების, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სატრანსპორტო გადაწყვეტილებების ცოდნას. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო ცენტრი სტუდენტებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესი რეალურ ინდუსტრიულ გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ. ამისთვის კი სივრცეში არაერთი ერთობლივი აქტივობა იგეგმება. 

პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას. „თეგეტა ჰოლდინგის“ 30-წლიანი გამოცდილება, როგორც რეგიონში საავტომობილო სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, სასწავლო პროცესში სხვადასხვა ფორმით ინტეგრირდება. სტუდენტები გაეცნობიან რეალურ ბიზნესქეისებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და იმ პროცესებს, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავს საავტომობილო სექტორის განვითარებას.

ბორის გითოლენდია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებისა და ბიზნესის სექტორების დაახლოების მიმართულებით. ახალი სასწავლო ცენტრი, ევროპული სტანდარტების პროფესიული პროგრამები და ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ, რაცმაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი ტრენინგპროგრამები მხოლოდ სტუდენტებისთვის არ იქნება განკუთვნილი. პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ექნებათ მოქმედ სპეციალისტებსა და დამწყებ ავტომექანიკოსებსაც, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივა დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის ზრდასუზრუნველყოფს.

მხარეების შეფასებით, ბიზნესისა და აკადემიური სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს საჭიროებებზე მორგებული პროფესიონალების მოსამზადებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობა, რომელიც საერთო საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა

22.07.2026.19:15

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.

საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.

ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა