მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტექ პროფესიებზე მოთხოვნა იზრდება, ბათუმსა და ქუთაისში ახალ ფილიალებს გავხსნით - „სქილვილის“ დამფუძნებელი

news image
mbc image

საქართველოსა და რეგიონში პირველი ნეო-უნივერსიტეტის „სქილვილის“ დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ტექ პროფესიებზე წლიდან-წლამდე მოთხოვნა იზრდება. 

„ტექ პროფესიები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუ გადავხედავთ  Galt & Taggart-ის მონაცემებს, 2021 წელს 3 ათასი ადამიანიც კი არ იყო IT სექტორში დასაქმებული, ხოლო 2023 წლის ბოლოს ეს მონაცემები თითქმის გახუთმაგდა და 15 ათასი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული.

საგადასახადო რეფორმებმა რა თქმა უნდა ხელი შეუწყო სექტორის განვითარებას და ასევე საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ საქართველოში. ასევე თუ გადავხედავთ გლობალურად Forbes 2024 წლის ყველაზე მოთხოვნადი 5 პროფესია ტექნოლოგიების სფეროს განეკუთვნება“, - ამბობს გიორგი მარიამიძე. 

სქილვილი არის ონლაინ ნეო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე მესამე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და სასწავლო კურსი უკვე 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.  მოხოვნა ტექ პროფესიებზე იმდენად მზარდია, რომ ნეო-უნივერსიტეტი  ფართოვდება და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ფილიალებს ქუთაისსა და ბათუმში გახსნის 

„სქილვილში ვასწავლით ტექ პროფესიებს, პროგრამირებას, IT პროექტის მართვას, დიზაინს, ახლა ვამატებთ კიბერუსაფრთხოების, მენეჯმენტის კურსს და ასევე ვასწავლით ციფრულ მარკეტინგს. კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ დასაქმების ფორუმების შედეგად, ჩვენი სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი.  

კომპანია დასაქმების ფორუმს თავისი სტუდენტებისთვის წელს მესამედ მართავს. ამჯერად ფორუმში 20 ორგანიზაცია მონაწილეობს. 

ამასთან, რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, ცნობილი ექიმის რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა. 

„ფონდის მიზანია, რომ დავაფინანსოთ ტექ განათლება იმ ადამიანებისთვის რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფები და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ თანხა და მიიღონ განათლება.

ფონდში თანხების აკუმულირება მოხდება როგორც კერძო პირების ისე ბიზნესების შენატანების საფუძველზე და სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი მოწყვლადობის შესაბამისად. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და დამოკიდებულია თანხების მოცულობაზე. ფონდში შემოსული თანხების 100% მოხმარდება ტექ პროფესიების შესწავლას“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი.    

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა