მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტექინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილების საერთო მაჩვენებელი 20%-ია

news image
mbc image

მიმდინარე წელს ტექინსპექტირება გავლილი ავტომობილების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა, მიმდინარე ეტაპზე  დახარვეზების მაჩვენებელი საშუალოდ 20%-ზე მერყეობს და წლიდან წლამდე კლების ტენდენცია შეინიშნება. მისივე განმარტებით ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში ავტოპარკი თანდათან ახალგაზრდავდება და ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ტექინსპექტირება მისული ავტომობილი უკვე სათანადოდ არის მოწესრიგებული.

„ალბათ ორივე მიზეზია, თუმცა ავტოპარკის განახლების ტენდენცია სახეზეა. მით უმეტეს გარკვეული რეგულაციები შემოვიდა და საჭირო გახდა შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანა. როგორც იცით, გარკვეული წლოვანების ქვემოთ ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანა შეიზღუდა. ამ ფაქტმაც განაპირობა ის, რომ შედარებით ახალი ავტომობილები შემოდის და შესაბამისად უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ისინი დახარვეზდეს. ქვეყანაში შედარებით უფრო მოწესრიგებული ავტოპარკი შემოდის, საუბარი მაქვს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში“, - აცხადებს ​ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი შიოლაშვილის თქმით, ტექინსპექტირებისას ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელი თბილისთან შედარებით რეგიონებში უფრო მაღალია, რადგანაც რეგიონებში შედარებით უფრო ძველი ავტომობილები მოძრაობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა