მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"თელასს" ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუგრძელდა

news image
mbc image

კომპანია “თელასს“ ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 14001:2015 მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

კომპანიის ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „Intertek“ სს „თელასი“-ს ეკოლოგიური მართვის სისტემის ISO 14001:2015 ყოველწლიური, გეგმური საზედამხედველო აუდიტი ჩაატარა და გასცა დადებითი რეკომენდაცია საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 2024 წლის ივნისამდე.

აუდიტმა დაადასტურა, რომ „თელასი“-ს ეკოლოგიური მართვის სისტემა კვლავაც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015-ს მოთხოვნებთან და კომპანია მკაფიოდ წარმოაჩენს მის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ ეკოლოგიური მიმართულებით. აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს „თელასში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებები და ინოვაციები, რაც  ემსახურება ეკოლოგიური ეფექტიანობის შენარჩუნებას და კომპანიის მხრიდან  გარემოზე უფრო მეტად ზრუნვას.

განახლებული სტანდარტის ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2015 კომპანიამ 2021 წელს მიიღო. მომავალ წელს  აუდიტორული კომპანია „თელასში“ ჩაატარებს გეგმურ რე-სერტიფიცირების აუდიტს, რომელიც გულისხმობს კომპანიის მართვის სისტემის სიღრმისეულ, სრულფასოვან შეფასებას ISO 14001:2015 სერტიფიკატის მოქმედების ვადის კიდევ სამი წლით გაგრძელების მიზნით.

ეკოლოგიური მართვის სისტემის ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკაცია წარმოადგენს საწარმოს ეკოლოგიური ეფექტიანობის დადასტურებას და მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართ.

2015 წელს სს „თელასი“ გახდა პირველი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს შორის, რომელმაც ეკოლოგიური მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 14001:2004 მიიღო. თუმცა კომპანიამ ყოველწლიურად უნდა დაადასტუროს თავისი ეკოლოგიური მართვის ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. საერთაშორისო კომპანია „Intertek“ ატარებს აუდიტს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

ეკოლოგიური მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს სს „თელასი“-ს სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინების ერთ-ერთ გზას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვის და გარემოს დაბინძურების შემცირების ეფექტურ მეთოდს. სს „თელასი“-ს ეკოლოგიური პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ეკოლოგიური მართვის სფეროში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა