თელავში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
თელავში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. 2025 წლის ბოლომდე ჯამურად ბრენდი 55 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. 2010 წლიდან „სმარტის“ სუპერმარკეტები „ვისოლთან“ ერთად ვითარდება და „კეთილი მგზავრობისთვის“ გამორჩეულად თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად „სმარტში“ ექსკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია და მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს, რაც ჩვენი კორპორაციული უპირატესობაა”, - აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური
დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის გემრიელი არჩევანი აქვს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.