მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტენდენცია მიმდინარე წელს გვაქვს ასეთი, არც სამშენებლო მასალები და არც ხელფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და თვითღირებულება და გასაყიდი ფასიც იგივეა - ბესო ორთოიძე

news image
mbc image


2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, რეალურად სექტორში ხელფასების ზრდა არ მომხდარა და რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები რეალურად სექტორში შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესრულებულ ანაზღაურებას ასახავს, რომელიც თვე-თვესთან იდენტური არასოდეს არ არის.

„რეალურად არავის ხელფასი არ შემცირებულა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგადად მშენებლობაზე ანაზღაურება გაიცემა შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ყოველთვიურად ფიქსირებული ხელფასი არ არის. რა სამუშაოც შესრულდა იმის შესაბამისი ანაზღაურება გაიცემა, ნუ ზოგადად მშენებლობაზე ხელფასები ასეა. შესაბამისად ეს მაჩვენებლები თვიდან თვემდე ვერასოდეს ვერ დაემთხვევა იმიტომ, რომ სხვადასხვა თვეს სხვადასხვა ზომის სამუშაოები სრულდება. შესაბამისად ასეთი უმნიშვნელო ცვლილება არაფერზე არ მეტყველებს. მაგალითად გასულ წელს, როდესაც ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მშენებლობის ინდექსშიც 10-12%-იანი ცვლილება იყო. ახლა დაფიქსირებული 0,4%-ი კლება რეალურად არაფერს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რომ მოცულობა იყო განსხვავებული, თუმცა იდენტური ვერც იქნებოდა“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

„არსის“ გენერალური დირექტორის თქმით, ერთი წლის ჭრილში ხელფასების ზრდა იყო, თუმცა იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არა. 

„ერთი წლის ჭრილში ხელფასების ზრდა იყო, თუმცა ეს დაფიქსირდა 2023 წელს. შესაბამისად ერთ წლიან ჭრილში როცა ვუყურებთ ზრდა ფიქსირდება. თუმცა 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ზრდა თითქმის არ ფიქსირდება. ტენდენცია მიმდინარე წელს გვაქვს ასეთი, რომ არც სამშენებლო მასალები და არც ხელფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და თვითღირებულება და გასაყიდი ფასიც იგივეა რაც იყო წლის დასაწყისში“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
საქსტატისვე მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2 პროცენტით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა