მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Terminal-მა გადახდების მიღება კრიპტოშიც დაიწყო

news image
mbc image

კრიპტო გადახდით სარგებლობა მომხმარებლებს Terminal-ის საერთო სამუშაო სივრცეებში 29 მაისიდან შეეძლებათ. ამ სიახლის დანერგვა Terminal - მა ქართული ტექ სტრატიპის CityPay.io-ს მეშვეობით შეძლო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

CityPay.io-ში აცხადებენ, რომ თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი გადახდას სტაბილური კრიპტოვალუტით Tether (USDt) და Bitcoin-ით შეძლებს.

„პროცესი მოქნილი და კომფორტულია ორივე მხარისთვის. გადახდის შემდეგ, POS ტერმინალზე ავტომატურად გენერირებული QR კოდის სკანირებით თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ბალანსზე, მომხმარებელი კი მიიღებს შეძენილ მომსახურებას. გაცვლითი კურსი 3 წუთის განმავლობაში ფიქსირდება, რაც უზრუნველყოფს მოცემულ მომენტში საუკეთესო კურსის დაფიქსირებას და ტრანზაქციის შეუფერხებლად განხორციელებას“, - აცხადებს CityPay.io-ს წარმომადგენელი.

თავდაპირველად, კრიპტო POS ტერმინალით სარგებლობა Terminal - ის ორ ფილიალში: ტერმინალ თაუერსში და აბაშიძეზე იქნება შესაძლებელი.

„ბოლო პერიოდში მომხმარებლისან კრიპტო გადახდაზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც გადავწყვიტეთ ეს სეგმენტიც დაგვეკმაყოფილებინა. CityPay.io-ს დახმარებით ვიწყებთ გადახდების მიღებას კრიპტოში, რაც Terminal-თან ურთიერთობას კიდევ უფრო მოქნილს და მრავალფეროვანს გახდის“, - აცხადებენ Terminal - ში.

CityPay.io არის კრიპტოვალუტით გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უმარტივებს მათ საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანზაქციების მიღებას.

ბოლო პერიოდში კომპანიამ რეგიონალური პარტნიორობა გააფორმა წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა Tether, Binance, Gate.io, რაც გულისხმობს კრიპტო გადახდების ყოველდღიურობაში დამკვიდრების მეტ შესაძლებლობასა და არეალის გაზრდას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა