მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Tesla-მ ჩინეთში ავტომობილების რეკორდული მასშტაბის გაწვევა დაიწყო

news image
mbc image

Tesla-მ და კიდევ რვა ავტომწარმოებელმა პარასკევს განაცხადეს, რომ ჩინეთში ჯამში დაახლოებით 4.3 მილიონ ავტომობილს გაიწვევენ - ეს ჩინეთის ისტორიაში ავტომობილების ყველაზე მასშტაბური გაწვევა იქნება.

გაწვევის ფარგლებში გამოსასწორებელი ღონისძიებები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, გამაფრთხილებელი ეტიკეტების დამატებასა და კარის სახელურებთან მარკირების გაუმჯობესებას.

პეკინმა მიმდინარე წელს ელექტრომობილების ინდუსტრიაზე ზედამხედველობა გააძლიერა და უსაფრთხოების უფრო მკაცრი მოთხოვნები შემოიღო. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ავტომწარმოებლები, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე მწვავე საფასო ომში არიან ჩართულები, ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

23.11.2026.17:09

ბარსელონაში, ADC*E Creative Week 2026 რიგით 35-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის პრიზის მფლობელი PSP-ს სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” გახდა. კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

სიმართლისთვის თვალის გასწორებას ემსახურება PSP-ს ბოლო წლების საკომუნიკაციო კამპანიები. სიმართლე არის ის მთავარი იარაღი, რაც ადამიანებს რელობის აღქმასა და შემდგომ წინსვლაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მიიპყრო საერთაშორისო ჟიურის ყურადღება PSP-ს კამპანიებმა. სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“ AD Black Sea 2026-ს გრან პრის მფლობელია.

2026 წლის ADC*E-ს 4 ჯილდოს მფლობელი სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“ ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. რა სიმართლე უნდა მოისმინონ ადამიანებმა დღეს? სქესის ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ. არა პროდუქტზე ორიენტირებული რეკლამა. არამედ სიმართლეზე დაფუძნებული კომუნიკაცია. 

სწორედ სიმართლის კამპანიებმა და თავისუფლებისადმი მიძღვნილმა ოდამ განაპირობა, რომ 2026 წელს PSP გახდა საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი. რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ADC*E 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა. ისევე, როგორც „რეცეპტი: სიმართლეს“ კამპანიის ყველა სარეკლამო რგოლი, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სააგენტო Playmakers მიერ არის შექმნილი.

2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.

ADC*E Creative Week 17-დან 20 ნოემბრამდე გაიმართა, კვირეულის მთავარი კულმინაცია კი 20 ნოემბერს, საზეიმო დაჯილდოებაზე შედგა, სადაც გაირკვა გამარჯვებულების ვინაობა.

ფესტივალის 35-ე სეზონზე, ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის ADC*E Awards 2026-ის ფინალისტთა სიაში საქართველოდან 10 განსხვავებული კამპანია 29 ნომინაციით მოხვდა. PSP-ს სტრატეგიული კამპანია “რეცეპტი: სიმართლე“ შორთლისტში 4 კატეგორიაში იყო წარდგენილი: Creative Effectiveness, Creative Strategy,Local Insight (Brand Development & Experience) და Health & Wellness – Creative Strategy (Creativity by Industry Sectors).

ADC*E-ზე ევროპის ყველაზე გავლენიანი არტ-დირექტორები, დიზაინერები და კრეატიული სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს ტრადიციულად ბარსელონაში იკრიბებიან. ეს არის სივრცე, სადაც ევროპის შემოქმედებითი საზოგადოება ერთმანეთს უკავშირდება, უზიარებს ხედვებს, აღიარებს უმაღლეს ოსტატობას და იკვლევს ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს.

ADC*E ევროპის 23 ქვეყნის 24 პროფესიულ კლუბსა თუ ასოციაციას აერთიანებს. ორგანიზაცია ევროპული კრეატიული ინდუსტრიის გაძლიერებასა და გამორჩეული ნამუშევრების აღიარებას ემსახურება. საქართველოდან უკვე მეხუთე წელია, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ სააგენტოებს შეუძლიათ.

წლევანდელი გამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
https://adceurope.awardhub.org/winners/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა