Tessuto ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - დიზაინი, ფუნქციურობა და კომფორტი ერთ სივრცეში
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რაც პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციით გამოიხატა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს Tessuto-ს გენერალურმა დირექტორმა, თამუნა მალაყმაძემ განუცხადა.
-ბოლო პერიოდში რა ძირითადი სიახლეები დანერგეთ Tessuto-ში, როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ისე კოლექციების განვითარების მიმართულებით და როგორ პასუხობს ეს ცვლილებები ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს?
ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ტესსუტომ“ განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რაც პირველ რიგში, პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციით გამოიხატა. ჩვენი მთავარი სიახლე ტექსტილის მიღმა არსებული მიმართულებების - პრემიუმ ხარისხის ავეჯის, კედლის ვინილის, დეკორატიული სანათებისა და ინტერიერის სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ინტეგრირებაა. ტექსტილის კოლექციების შერჩევისას, აქცენტი მივმართეთ ფუნქციურ ესთეტიკაზე - გავაფართოვეთ მაღალტექნოლოგიური ქსოვილების ასორტიმენტი, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და მოვლის სიმარტივით, რაც თანამედროვე, დინამიკური ცხოვრების სტილისთვის აუცილებელი პირობაა.
აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ ეხმიანება გლობალურ ტენდენციებს, სადაც ინტერიერის დიზაინი აღარ აღიქმება ცალკეულ კომპონენტებად, არამედ ერთიან, ჰარმონიულ ეკოსისტემად. „ტესსუტოს“ ახალი კოლექციები აერთიანებს ნატურალურ ფაქტურებსა და ინოვაციურ მასალებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სრულად დაბალანსებული სივრცე, სადაც კედლის საფარი, რბილი ავეჯი და განათება ერთმანეთთან იდეალურ სინთეზშია. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, „ტესსუტომ“ არამხოლოდ გააფართოვა არჩევანი, არამედ შექმნა ახალი სტანდარტი ქართულ ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია ექსკლუზიურობაზე, მაღალ ხარისხსა და დახვეწილ დიზაინზე.
-როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში და როგორ ახერხებს ტესსუტო ამ ცვლილებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას?
ბოლო პერიოდში მომხმარებლების ქცევა საგრძნობლად შეიცვალა - დღეს პრიორიტეტი აღარ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, არამედ ხარისხის, ფუნქციურობისა და ემოციური კომფორტის სინთეზი, აღნიშნულ მოთხოვნებს „ტესსუტოს“ გუნდი სტრატეგიული და კომპლექსური მიდგომით პასუხობს. მომხმარებელი გახდა უფრო გათვითცნობიერებული, ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად მასალებსა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენი გუნდი ასორტიმენტის მუდმივი განახლებითა და მაღალი სტანდარტის პერსონალიზებული სერვისით პასუხობს.
-დღეს, მზარდი კონკურენციის პირობებში, რა განსაზღვრავს კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას და როგორ ინარჩუნებთ პოზიციებს ბაზარზე?
დღევანდელი მზარდი კონკურენციის პირობებში, სადაც მომხმარებლებს არჩევანის ფართო შესაძლებლობა აქვთ, „ტესსუტოს“ კონკურენტულ უპირატესობას ექსკლუზიური ასორტიმენტის, მომსახურების მაღალი კულტურისა და სანდოობის სინთეზი განსაზღვრავს. ჩვენი პოზიციონირების საყრდენი ხარისხის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებაა - ბაზარზე ლიდერობას ინოვაციების მუდმივი დანერგვითა და სერვისის სრული ციკლით ვინარჩუნებთ. ეს გულისხმობს არამხოლოდ მაღალი კლასის პროდუქციის მიწოდებას, არამედ პროფესიონალურ კონსულტაციას, ინდივიდუალურ დიზაინერულ ხედვასა და პროექტის მართვას პირველივე ეტაპიდან სრულყოფილ ჩაბარებამდე, შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვით. მომხმარებლებთან დამყარებული ემოციური კავშირი და მათ მოლოდინებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბაზარზე მყარი პოზიციები და განვაგრძოთ სტაბილური ზრდა.
-რა სტრატეგიული მიმართულებებია „Tessuto“-სთვის პრიორიტეტული უახლოეს პერიოდში და რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან მომავალში?
2026 წლისთვის „ტესსუტოს“ გეგმები კიდევ უფრო ამბიციური და მასშტაბურია, რაც ბრენდის ტრანსფორმაციასა და მომხმარებლებისთვის ინტერიერის გადაწყვეტილებების სრული სპექტრის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ახალი მიმართულებები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ერთიანი, ჰარმონიული და ექსკლუზიური გარემო ნებისმიერი ტიპის სივრცისთვის.
სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო მსხვილი და კონცეპტუალურად დატვირთული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხაზს გაუსვამს ჩვენს ინოვაციურ ხედვასა და ხარისხისადმი ერთგულებას. ასორტიმენტის ეს სტრატეგიული ზრდა მიზნად ისახავს ტესსუტოს, როგორც სრული დიზაინ-სერვისის მომწოდებელი კომპანიის პოზიციონირებას, სადაც თითოეული დეტალი - ქსოვილიდან დაწყებული სანათებით დასრულებული - პრემიუმ სტანდარტისა და ინდივიდუალური სტილის სიმბოლოდ იქცევა.
ინფორმაციისთვის, კომპანია უკვე 9 წელია ოპერირებს ბაზარზე. შოურუმი მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.