მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„ტესსუტომ“ ავეჯის ხაზი დაამატა

news image
mbc image

მომხმარებელს ვთავაზობთ ტექსტილს ინტერიერში და აქსესუარებს. ახლახან დავამატეთ ავეჯის ხაზი, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს კომპანია „ტესსუტოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ მალაყმაძემ განუცხადა.

„გვაქვს პრემიუმ ხაზის ტექსტილი, ინტერიერში საჭირო ექსკლუზიური პროდუქტები, რომელიც იმპორტირებულია და ევროპიდან და თურქეთიდან ჩამოგვაქვს.გვაქვს სანათების კოლქცია. 

ასევე ვაწარმოებთ ფარდებს, ავეჯის კონვერტებსა და დეკორატიულ ბალიშებს ვაწარმოებთ. ახლახან დავამატეთ ავეჯის ხაზიც. შემოგვაქვს არასრულად აწყობილი ავეჯი და  ადგილზე ვახდენთ აწყობას. ტესსუტო INCLASS-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში“, - განაცხადა თამარ მალაყმაძემ.

მისი თქმით, „ტესსუტოს“  გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება და კომპანია ვითარდება.

„2024 წელსაც ჩვენი კომპანიის გაყიდვები მზარდია. უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს 2025 წლისთვის. ჩვენი პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია. მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ აქსესუარები, ტექსტილი, ავეჯი თუმცა ყველაზე მაღალი მოთხოვნაა კომპეტენციაზე და კვალიფიციურ კონსულტაციაზე“, - ამბობს მეწარმე.

„ტესსუტო“ აქტიურია საცალო და კორპორაციულ ბაზარზე, დაკვეთები 50/50-ზეა.

„გვაქვს შოურუმი, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. პროდუქციას ვყიდით დისტანციურადაც, ვიყენებთ სოციალურ არხებს. ვემსახურებით სასტუმროებს, ჰორეკა სექტორს. ახლახან შევასრულეთ სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ დაკვეთაც , - ამბობს მეწარმე.

კომპანია ბაზარზე 7 წელია ოპერირებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

06.10.2026.14:00

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა