მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თეთრმა კვადრატმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მიცუბიშ ელექტრიკთან

news image
mbc image

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“  მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ,,მიცუბიშ ელექტრიკთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, თეთრი კვადრატის პროექტში “თეთრი კვადრატი ჯიქიაზე” მიცუბიშის  ბრენდის, უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით წარმატებით დახურა გარიგება პაშა ბანკთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის განხორციელების აქსელერაციას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  საცხოვრებელი კომპლექსი ჯიქიაზე, რომელიც „თეთრი კვადრატის“ ბრენდით განხორცილებული ერთ-ერთი პირველი პროექტია იყოს ხარისხის და კომფორტის ეტალონი. ამ მიზნის მიღწევა კი ბევრად ადვილია ისეთი ძლიერი პარტნიორების გვერდში დგომით, როგორებიც არიან პაშა ბანკის და მიცუბიში ელექტრიკის (მსოფლიოში წამყვანი იაპონური კომპანიის) წარმომადგენლობა საქართველოში“, – განაცხადა თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ.  

„მიცუბიშ ელექტრიკისთვის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს. მიხარია, რომ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ღირებულებები სრულად ემთხვევა არამარტო ჩვენს, არამედ ბაზრის მოლოდინებსაც. მიცუბიშ ელექტრიკი ათეული წლებია წარმატებით წარმოადგენს პროდუქციას მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის პატივია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გამოცდილება გავუზიაროთ თეთრი კვადრატის მობინადრეებსაც", - განაცხადა ხორხე მანუელ რამოსმა,  მიცუბიშ ელექტრიკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„პაშა ბანკი უკვე მეთორმეტე წელია მომხმარებლებს სთავაზობს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესების განვითარებას და წარმატებით ვაფინანსებთ მნიშვნელოვან პროექტებს. თეთრი კვადრატი ჯიქიაზე ერთ-ერთი ასეთი პროექტია“, - განაცხადა პაშა ბანკის კომერციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ პირმისაშვილმა.

დეველოპერულ კომპანია “თეთრ კვადრატს” 11 პროექტი აქვს საქართველოში, რომელთა შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია. კომპანიის პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ინოვაციური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო მიცუბიშის ლიფტები უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას, რაც პროექტის წარმატებულ დასრულებას უწყობს ხელს.

მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია “მიცუბიშ ელექტრიკი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 1931 წლიდან. ქართულ ბაზარზე კომპანიას წარმოადგენს AG Melco, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.  

პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა